მე ვიქნები პრეზიდენტი, რომლის მიზანიც ერთიანობაა და არა დაყოფა , - ამის შესახებ ჯო ბაიდენმა მოსახლეობისადმი მიმართვის დროს განაცხადა.
ბაიდენმა მოსახლეობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩვენ უნდა დავინახოთ ერთმანეთი, მოვუსმინოთ ერთმანეთს, მივაღწიოთ პროგრესს; დროა, შევწყვიტოთ ჩვენი ოპონენტების მტრებად აღქმა, ისინი ჩვენი მტრები არ არიან, ისინი ამერიკელები არიან. ახლა ამერიკაში გამთლიანების დროა. მე ვიქნები პრეზიდენტი, რომელიც არ ხედავს წითელსა და ლურჯს, ხედავს მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატების კანდიდატმა ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა. ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე შტატში, პენსილვანიაში ხმების უმრავლესობა დააგროვა. მან ამომრჩეველთა კოლეგიის 293-ზე მეტი ხმა მიიღო, რაც გამარჯვებისთვის საკმარისი აღმოჩნდა.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.