ჯორჯ ფლოიდი სამყაროს შეცვლის, - ამის შესახებ აშშ-ის „დემოკრატმა“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გარდაცვლილი ჯორჯ ფლოიდის ოჯახთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
8 ივნისს, ჯო ბაიდენი მინეაპოლისში მოკლული ჯორჯ ფლოიდის ოჯახის წევრებს შეხვდა.
„არაჩვეულებრივი ოჯახია, მისი გოგონაც იქ იყო, ის, რომელმაც განაცხადა: „მამიკო სამყაროს შეცვლის“ და მე ვფიქრობ, რომ მისი მამიკო სამყაროს შეცვლის. მე ვფიქრობ, რომ ის, რაც აქ მოხდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა ამერიკის ისტორიაში სამოქალაქო თავისუფლების, სამოქალაქო უფლებების და უბრალოდ, ადამიანების მიმართ ღირსეული დამოკიდებულების კუთხით,“- განაცხადა ჯო ბაიდენმა CBS-სთან ინტერვიუში.
ცნობისათვის, ჯო ბაიდენი აშშ-ის ქალაქ მინეაპოლისში პოლიციის მიერ განხორციელებული ძალადობის შედეგად დაღუპული ჯორჯ ფლოიდის ოჯახის წევრებს შეხვდა. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ჯორჯ ფლოიდის ოჯახის ადვოკატმა, ბენჯამინ კრამპმა, სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გაავრცელა.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.