USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
Tbilisi
ჯო ბაიდენი - დონალდ ტრამპს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა არ უნდა ჰქონდეს
Date:  883

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს თავისი წინამორბედისთვის, დონალდ ტრამპისთვის საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვა სურს. Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ მან ტელეარხ CBS-თან ინტერვიუში განაცხადა.

ბაიდენის აზრით, ტრამპისთვის საიდუმლო ბრიფინგების ჩატარებას არაა აუცილებელი.

„რაში მდგომარეობს ამ ბრიფინგების ჩატარების აზრი? რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამას, გარდა იმისა, რომ ტრამპს შესაძლოა რაღაც წამოსცდეს?“ - განაცხადა ბაიდენმა.

მანამდე თეთრი სახლში არაერთხელ განაცხადეს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ამ საკითხზე მსჯელობს. ტრადიციულად, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტებს აქვთ უფლება, მოითხოვონ და მოისმინონ დაზვერვის მოხსენებები, რომლებიც ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტისთვის მზადდება.

https://www.reuters.com/

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way