USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
ჯო ბაიდენი - ამერიკელი ხალხის ასაცრელად არა თვეები, არამედ წლები იქნება საჭირო
თარიღი:  814

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ დროისთვის დაახლოებით 2 მილიონი მოქალაქეა აცრილი, რაც ძალიან მცირე რიცხვია იმასთან შედარებით, რასაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საზოგადოებას ჰპირდებოდა.

„რამდენიმე კვირის წინ ტრამპის ადმინისტრაცია გვპირდებოდა, რომ დეკემბრის ბოლომდე 20 მილიონი ადამიანი აიცრებოდა. დეკემბრის გასვლამდე მხოლოდ რამდენიმე დღე რჩება და მხოლოდ 2 მილიონი ადამიანია აცრილი,“- აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

მისივე თქმით, თუკი ვაქცინაციის პროგრამა მსგავსი ტემპით გაგრძელდება, ამერიკელი ხალხის ასაცრელად არა თვეები, არამედ წლები იქნება საჭირო.

„ჩემი პრეზიდენტობის პირველი 100 დღისთვის 3 გამოწვევა დავასახელე. ერთ-ერთი არის ის, რომ პირველი 100 დღის დასრულების დროისთვის 100 მილიონი ადამიანი უნდა აიცრას, რაც ამჟამინდელ ტემპზე 5-6-ჯერ უფრო სწრაფია და დღეში 1 მილიონ აცრას გულისხმობს,“- განაცხადა არჩეულმა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ ის კონგრესს დამატებითი დაფინანსების დამტკიცების თხოვნით მიმართავს.

ჯო ბაიდენის განმარტებით, ვაქცინაციის პროგრამის მსგავსი ტემპით განხორციელების შემთხვევაშიც კი მოსახლეობის უმეტესობის ასაცრელად რამდენიმე თვე იქნება საჭირო.

მსოფლიო
პესკოვი: ირანის ლიდერების მკვლელობებს "მძიმე შედეგები“ ექნება

ირანის ლიდერების მკვლელობები ამერიკა-ისრაელის ოპერაციის დროს ძალიან მძიმე შედეგებს გამოიწვევს. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთი იმედოვნებს, რომ მსგავსი სიტუაციები ნორმად არ გადაიქცევა.

„ეს მართლაც ის რეალობაა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ეს ნორმა არ გახდება. და ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არ არის ნორმა. ამას მომავალშიც ექნება ძალიან ღრმა შედეგები, — განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ ადრე Axios წერდა, რომ ირანის ახალი უმაღლესი ლიდერის დანიშვნის შემდეგ მოჯტაბა ხამენეი პრაქტიკულად არ ჩნდება საჯაროდ. ეს ფაქტი კითხვებს ბადებს საერთაშორისო სადაზვერვო სამსახურისა და ანალიტიკოსების მხრიდან.

Axios-ის ჟურნალისტი ბარაკ რავიდი აღნიშნავდა, რომ აშშ-სა და ისრაელს აქვთ ინფორმაცია, რომ მოჯტაბა ხამენეი კვლავ ცოცხალია. აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ იგი დაღუპულია ან სრულად ქმედუუნაროა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის