USD 2.6818
EUR 3.1404
RUB 3.6573
Tbilisi
ჯო ბაიდენი - ამერიკა დაბრუნდა
Date:  736

„ამერიკა დაბრუნდა. ის მზად არის კვლავ მსოფლიო ლიდერი გახდეს. მზად არის მასში ღირსეული ადგილი დაიკავოს. მზად ვართ დავუპირისპირდეთ მტრებს და მოკავშირეების გვერდით ვიდგეთ. დავიცვათ ჩვენი ფასეულობები“ - განაცხადა ბაიდენმა მომავალი ადმინისტრაციის წარდგენაზე.

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თავისი ადმინისტრაციის წამყვანი ფიგურები დაასახელა. ბაიდენმა ამის შესახებ დელავერის შტატში, საკუთარ შტაბ-ბინაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობას ენტონი ბლინკენი დაიკავებს. 58 წლის ბლინკენი 20 წლის განმავლობაში ბილ კლინტონის და ბარაქ ობამას ადმინისტრაციაში მუშაობდა.

ნაციონალური დაზვერვის ხელმძღვანელის თანამდებობას პირველად აშშ-ის ისტორიაში ქალი დაიკავებს. ეს 51 წლის ავრილ ჰეინსია. ის აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის დირექტორის მოადგილე იყო, ხოლო შემდეგ ბარაქ ობამას ადმინისტრაციაში უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის პირველი მოადგილე იყო.

ეროვნული უშიშროების საკითხებში მრჩევლის თანამდებობაზე ბაიდენი ჯეიკ სალივანის დანიშვნას აპირებს. 43 წლის სალივანი აშშ-ის უზენაეს სასამართლოში და შემდეგ კერძო იურიდიულ კომპანიაში მუშაობდა.

ასევე ცნობილი, რომ ვიცე-პრეზიდენტის პოსტს კამალა ჰარისი დაიკავებს.

კამალა ჰარისს თვითონ ქონდა თავისი კანდიდატურა წამოყენებული, აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატად დემოკრატიული პარტიიდან, მაგრამ შემდგომ ჯო ბაიდენის სარგებლოდ მოხსნა თავისი კანდიდატურა. ის იყო  პირველი სამხრეთ აზიური წარმოშობის,  შავკანიანი ქალია აშშ – ს ისტორიაში და ამერიკელი, რომელიც მონაწილეობდა საპრეზიდენტო არჩევნების ბოლო ეტაპზე.

 

tbilisi
თელასი - თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 14 მაისს?

ქსელში გადართვების გამო 14 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ხაზინის, იყალთოს, ზურაბ ქაფიანიძის, პანკისის, ზაურ ბოლქვაძის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, ალმასიანის, მერაბ ალექსიძის, ვიქტორ დოლიძის, ბერბუკის, მერაბ კოსტავას, გურამ ბზვანელის და პავლე ასლანიდის ქუჩების ოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way