USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
ჯო ბაიდენი - ახლა ამერიკაში რაღაც სახიფათო ხდება. არსებობს ექსტრემისტული მოძრაობა, რომელიც არ იზიარებს ჩვენი დემოკრატიის ძირითად შეხედულებებს
თარიღი:  3255

შშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ამომრჩევლებს მოუწოდებს, პრიორიტეტი ამერიკული ინსტიტუტების სიჯანსაღეს მიანიჭონ.

„ახლა ამერიკაში რაღაც სახიფათო ხდება. არსებობს ექსტრემისტული მოძრაობა, რომელიც არ იზიარებს ჩვენი დემოკრატიის ძირითად შეხედულებებს: მოძრაობა MAGA (გახადე ამერიკა კვლავ დიადი). ეჭვგარეშეა, რომ დღევანდელ "რესპუბლიკურ" პარტიას მართავენ და ემუქრებიან MAGA "რესპუბლიკელი" ექსტრემისტები და თუკი მათი უკიდურესი დღის წესრიგი განხორციელდება, ფუნდამენტურად შეცვლის ამერიკული დემოკრატიის ინსტიტუტებს", - განაცხადა ბაიდენმა არიზონაში სიტყვით გამოსვლისას.

პრეზიდენტმა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ იმედი აქვს, აშშ-ში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდება.

„ტრამპი ამბობს, რომ კონსტიტუციამ მას უფლება მისცა, ეკეთებინა ის, რაც სურდა, როგორც პრეზიდენტს. არასოდეს მსმენია, რომ პრეზიდენტებს ეს ხუმრობითაც კი ეთქვათ. მჯერა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისა და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის. მჯერა, რომ ამერიკაში არ არის ადგილი - სრულიად, სრულიად არ არის - პოლიტიკური ძალადობისთვის", - აღნიშნა ტრამპმა.

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის