USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
ჯო ბაიდენ - 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მივიღებ, მაგრამ ჯერ არ ვარ მზად ამის გამოსაცხადებლად
თარიღი:  423

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ინფორმაციას ამერიკული მედიასაშუალება NBC-ი ავრცელებს.

„ვაპირებ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. მაგრამ ჩვენ ჯერ მზად არ ვართ, ამის გამოსაცხადებლად“, - აღნიშნა ბაიდენმა NBC-ის გადაცემა „Today“-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

როგორც ბაიდენმა განაცხადა, ის გეგმავს დემოკრატიული პარტიის კანდიდატი იყოს 2024 წლის არჩევნებში.

ამასთან, ბაიდენმა და ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა განაცხადეს, რომ ისინი ერთად იყრიან კენჭს.

მსოფლიო
პესკოვი: ირანის ლიდერების მკვლელობებს "მძიმე შედეგები“ ექნება

ირანის ლიდერების მკვლელობები ამერიკა-ისრაელის ოპერაციის დროს ძალიან მძიმე შედეგებს გამოიწვევს. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთი იმედოვნებს, რომ მსგავსი სიტუაციები ნორმად არ გადაიქცევა.

„ეს მართლაც ის რეალობაა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ეს ნორმა არ გახდება. და ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არ არის ნორმა. ამას მომავალშიც ექნება ძალიან ღრმა შედეგები, — განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ ადრე Axios წერდა, რომ ირანის ახალი უმაღლესი ლიდერის დანიშვნის შემდეგ მოჯტაბა ხამენეი პრაქტიკულად არ ჩნდება საჯაროდ. ეს ფაქტი კითხვებს ბადებს საერთაშორისო სადაზვერვო სამსახურისა და ანალიტიკოსების მხრიდან.

Axios-ის ჟურნალისტი ბარაკ რავიდი აღნიშნავდა, რომ აშშ-სა და ისრაელს აქვთ ინფორმაცია, რომ მოჯტაბა ხამენეი კვლავ ცოცხალია. აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ იგი დაღუპულია ან სრულად ქმედუუნაროა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის