USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Tbilisi
"ჯივიპი" მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის - როგორია კონკრეტული ქუჩებისთვის შედგენილი გრაფიკი
Date:  434

"ჯივიპი" საგანგებო განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის.

კომპანია განცხადებაში განმარტავს, რომ წყლის მილის დაზიანების საბოლოო აღმოფხვრამდე ქალაქის წყალმომარგების სისტემა საგანგებო რეჟიმში ამუშავდა, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა წყალმომარაგების შეზღუდვის თავდაპირველი არეალის შემცირება.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, წყლის მიწოდების ვადები დამოკიდებულია ლოკალურ რეზერვუარებში არსებულ წყლის რესურსზე და ქსელში წყლის განაწილებაზე.

„სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნური გრუნტის საფარის მოხსნა, მეწყრული ფერდობის დატერასება და დაზიანებული ქსელის ლოკალურად შეკეთება. სამუშაოების პროცესის ხანგრძლივობის შესახებ ინფორმაციის დაზუსტებას კომპანია ხვალ, 18 ივნისს, დატერასების სამუშაოების დაწყების შემდეგ შეძლებს.

დაზიანების საბოლოო აღმოფხვრამდე ქალაქის წყალმომარგების სისტემა საგანგებო რეჟიმში ამუშავდა, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა წყალმომარაგების შეზღუდვის თავდაპირველი არეალის შემცირება. ნაცვლად 110,000 აბონენტისა დაზიანების საბოლოო აღმოფხვრამდე წყალმომარაგება პერიოდულად შეზღუდული ექნება 63,351 აბონენტს, რომელთაც კომპანია წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსების გზით მიაწვდის. დღის განმავლობაში წყლის მიწოდების ვადები კონკრეტული მისამართებისთვის დამოკიდებულია ლოკალურ რეზერვუარებში არსებულ წყლის რესურსზე და ქსელში წყლის განაწილებაზე, შესაბამისად წყლის მიწოდების ვადები სხვადასხვა არეალში სხვადასხვა დროით განისაზღვრა, კერძოდ:

არეალი N1 - ყოველ დღე დილის 07:30 საათიდან 10:30 საათამდე აღდგება წყალმომარაგება შემდეგ მისამართებზე: ვაჟა-ფშაველას I, II, III (N1 დან - N19 მდე კორპუსები) კვარტლებს, ვაჟა-ფშაველას გამზირი N43-71 (კენტ ნომრებს) და N52-70 (ლუწ ნომრებს), ნუცუბიძის ქ. N1-131 (კენტ ნომრებს) და N2-82 (ლუწ ნომრებს), ყაზბეგის გამზირი N30-46 (ლუწ ნომრებს), ჩახავას, მაღალაშვილის, გეგეჭკორის, ბარათაშვილის, სხირტლაძის, ოთარ ლორთქიფანიძის, ქუთათელაძის, ჩხეიძის, თავაძის, მიქელაძის, ირაკლი გამრეკელის, გურიელის, ნადარეიშვილის, დელისის I, II, III და დელისის ქუჩებს, იოველ ჯებაშვილის ქუჩას და 1 გასასვლელს, აფხაიძის, მეგრელიძის, გაზაფხულის, თავხელიძის, ქავთარაძის N1-27 (კენტ ნომრებს) და N2-24 (ლუწ ნომრებს); ზაქარიაძის, ბუაჩიძის, მირზა გელოვანის, ზალდასტანიშვილების, ვახტანგ ჩიქოვანის, ბუდაპეშტის N28-46 (ლუწ ნომრებს), N13-19 (კენტ ნომრებს), ალასანიას, ლვოვის N83-97 (კენტ ნომრებს), N92-98 (ლუწ ნომრებს), ონიაშვილის N61-89 (კენტ ნომრებს) და N64-80 (ლუწ ნომრებს), მ.ასათიანის N 9,10,11,14;.

არეალი N2 - ყოველ დღე, დილის 10:30 საათიდან 14:00 საათამდე წყალმომარაგება აღდგება შემდეგ მისამართებზე: პეტრე ქავთარაძის ქუჩა N32-42; 21-27; ნუცუბიძის N131-179; N80-86; მარგიანის, ვაჟა-ფშაველას მე-3 კვარტლის N8ა,9,10,11,12,13,14,15,16,17,18,19; ვაჟა-ფშაველას გამზირის N75,77,79 ვაჟა-ფშაველას N72-80(ლუწ ნომრებს); თავხელიძის და მარიჯანის ქუჩებს, ვაჟას მე-7 კვარტლის N25 კორპუსს, ჟღენტის ქუჩა N2, უნივერსიტეტის, ფხაკაძის, წყნეთის გზატკეცილს, მალხაზ დოლიძის ქუჩას და ჩიხს, საკანდელიძის ქუჩას და ბაგების საერთო საცხოვრებელს. ჭავჭავაძის გამზირის N39, 41, 43, 45, 47, 49, 51, 53, 55, 73, 74, 75, 76, 78, 80, 82, 84,,თამარაშვილის N1, 2ა, 3, 4, 9, გიორგი წერეთლის, ვახტანგ ლეჟავას, სოლიკო ხაბეიშვილის, ციციშვილის, ტაბლიაშვილის და ამაღლობლის ქუჩებს, ჩოლოყაშვილის გამზირს;

ვაკის რაიონში: ნუცუბიძის I, II მიკრორაიონებს, IV მიკრორაიონის N 1, 2, 3, 4, 5, 6, 10, 10ბ, 11, 12, 33, 34, 35, 36 კორპუსებს, ნუცუბიძის ფერდობს, ფერმწერთა ქუჩას შესახვევებს და ჩიხებს, ვარაზის, ბანძელაძის, ქვემო აჟარის, ბესო ჟღენტის, მხატვართა, კაპანელის და ძოწის ქუჩებს, ნუცუბიძის ქუჩა N211, 217, 221, 223, შავგულიძის N7, 7ა, მინდელის N3, 5, წმინდა მოწამე ვასილისკოს, ა.იოსელიანის, პოლიტკოვსკაიას (ჯიქიას) და ფხაკაძის ქუჩებს, ვაჟა-ფშაველას V კვარტლის N4 კორპუსს.

არეალი N3 - ყოველ დღე, დღის 14:00 საათიდან 19:00 საათამდე წყალმომარაგება აღდგება შემდეგ მისამართებზე: ნუცუბიძის III მიკრორაიონს, I მიკრორაიონის N1-დან N10-ის ჩათვლით კორპუსები, პიკასოს, შავგულიძის, ჟღენტის, ნადირაძის, შავიშვილის, სანდრო ეულის, ე. მინდელის ქუჩა N1,2,3,5,7,10,11, მამასახლისოვის და თოფურიას ქუჩებს, ნუცუბიძის ქუჩა N179-დან N201-მდე, ვაჟა-ფშაველას III კვარტალის N19-დან N27 ჩათვლით, ვაჟა-ფშაველას IV, V, VI, VII კვარტლებს.

არეალი N4 - ყოველ დღე, დღის 14:00 საათიდან 21:00 საათამდე წყალმომარაგება აღდგება შემდეგ მისამართებზე: ნუცუბიძის IV მიკრორაიონის N 7, 8, 9, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 19ა, 19ბ, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 27, 28, 29, 30, 31, 38 კორპუსებს, ნუცუბიძის V პლატოს, ვარაზის, ლისის ტბა, ზემო ლისი, ქვემო ლისი, ლეო კვაჭაძის, კეჭაყმაძის, ამბერკი ტაბიძის, ნ. ზაალიშვილის, თვალჭრელიძის, ე. აფხაიძის, ბიწაძის, კედრის ქუჩებს. სოფელ თხინვალას, თხინვალას აგარაკი 1, აგარაკი 2, შუა მინდვრის, წმინდა წყლის ქუჩებს, ერეკლე დანელიას, კოსტა მაისურაძის, კობა სერგიას, გიორგი ბერიკაშვილის ქუჩებს.

არეალი N5 (თბილისის ზედა ზონები) - ყოველ დღე, დილის 07:30 საათიდან 11:00 საათამდე წყალმომარაგებს აღდგება შემდეგ მისამართებზე: წყნეთი - დიმიტრი ამილახვარის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, საირმის, მერაბ კოსტავას, ქეთევან წამებულის, პაოლო იაშვილის, მიხეილ ჯავახიშვილის, ლესელიძის, გიორგი ლეონიძის, ვერიკო ანჯაფარიძის, ქეთქეთების, სოფიკო ჭიაურელის, მძლეთის, შოთა რუსთაველის, ილია ჭავჭავაძის, ალექსანდრე ჭავჭავაძის, არსენას, იოსებ გრიშაშვილის, ექვთიმე თაყაიშვილის, გალაქტიონ ტაბიძის, ვაჟა-ფშაველას, 26 მაისის, გიორგი სააკაძის, თამარ მეფის, დიდგორის, ლადო გუდიაშვილის, მაია წყნეთელის, სოხუმის, მწვანე ქუჩას, გაგრის, "ა" ზონას, გიორგი შერვაშიძის, ბარათაშვილის, ცაბაძის, ნიკო ფიროსმანის, იაკობ გოგებაშვილის, წყნეთის, დავით აღმაშენებლის, ევროპის, 9 აპრილის, ცოტნე დადიანის, დიმიტრი თავდადებულის, ილიკო სუხიშვილის, ბათუ კრავეიშვილის, იფნის ბაღის, ალუბლების და ვაშლის ბაღების ქუჩებს.

არეალი N6 (თბილისის ზედა ზონები) - ყოველ დღე, დილის 11:00 საათიდან 16:00 საათამდე წყალმომარაგებს აღდგება შემდეგ მისამართებზე: წყნეთი - რუსთაველის ქუჩა N106-130 (ლუწ ნომრებს), წერეთლის, ყაზბეგის, გორგასლის, გურამიშვილის, აფხაზეთის, აბაშიძის, გაგრის, ამილახვრის ქუჩა N33-45(კენტ ნომრებს) N3,4,5, ამილახვრის ჩიხებს, სოფელ ახალდაბას.

არეალი N7 (თბილისის ზედა ზონები) - ყოველ დღე, დღის 16:00 საათიდან 21:00 საათამდე წყალმომარაგება აღდგება დაბა კოჯორში, კიკეთში, სოფელ ბეთანიაში, წავკისში, კვესეთში და სამადლოში.

არეალი N8 (თბილისის ზედა ზონები) - სოფელ ტაბახმელასა და სოფელ შინდისს დღეს, 17 ივნისს, საღამოს 20:00 საათიდან წყალმომარაგება სრულად აღუდგება.

აბონენტებს, რომელთა მისამართებიც არ არის მოცემული აღნიშნულ არეუალებში და ამ ეტაპზე არ მიეწოდება წყალი, 18 ივნისის დილის 08:00 საათიდან წყალმომარაგება ეტაპობრივად სრულად აღუდგება.

წყალმომარაგების აღდგენის კონკრეტული დროების შესახებ ინფორმაციას, აბონენტები ინდივიდუალურად SMS შეტყობინების სახით მიიღებენ.

სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას სასმელ წყალს ცისტერნებით მიაწვდის. ცისტერნების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ კომპანიის ცხელ ხაზზე - 2 93 11 11 ან Facebook ჩათის მეშვეობით.

სამუშაოების მიმდინარეობა და წყალმომარაგების აღდგენის ვადებთან დაკავშირებით ინფორმაციას "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დამატებით, ეტაპობრივად მოგაწოდებთ.

კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის“ , - ნათქვამია GWP-ის განცხადებაში.

analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way