USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Тбилиси
„ჯივიპი“ - მიმდინარეობს მაგისტრალური მილის გამოთავისუფლება მიწის საფარისგან, სამუშაოების დასრულება 5 დღეშია დაგეგმილი
дата:  

მიმდინარეობს მაგისტრალური მილის გამოთავისუფლება მიწის საფარისგან, სამუშაოების დასრულება 5 დღეშია დაგეგმილი. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

„ჯივიპის“ ინფორმაციით, სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად მეწყრული მიწის ფერდის მოხსნის სამუშაოები 17 ივნისიდან 24 საათიან უწყეტ რეჟიმში აქტიურად მიმდინარეობს.

„მაგისტრალურ მილსადენამდე მისასვლელად სამუშაოების შედეგად, დღემდე 10,000-ობით კუბური მეტრი გრუნტი დამუშავდა.

ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მაგისტრალური მილის გამოთავისუფლება მიწის საფარისგან. გამომდინარე იქიდან, რომ არსებული ტერიტორია მეწყერულია მილისადენის გრუნტისგან გამოთავისუფლების შემდეგ, უსაფრთხოების სტანდარტების გათვალისწინებით, გატარდება საჭირო ღონისძიებები და მოეწყობა სამუშაო არეალი მილზე არსებული დაზიანების აღმოსაფხვრელად.

რაც შეეხება უშუალოდ მაგისტრალურ მილსადენზე ჩასატარებელ სამუშაოებს, დაზიანებული მონაკვეთის ჩაჭრის შემდეგ მოხდება მაგისტრალური ქსელის სკანირება გადაბმის ადგილების შემოწმების მიზნით. ქსელის დიაგონისტირების დასრულებისთანავე დაიწყება დაზიანებული მონაკვეთის ამოცვლითი სამუშაოები.

მაგისტრალური ქსელის აღდგენითი სამუშაოების დასრულება 5 დღეშია დაგეგმილი”, - წერია განცხადებაში.

общество
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати