USD 2.6981
EUR 3.1681
RUB 3.4043
თბილისი
ჯემალ გამახარია - აფხაზეთში საქმე გვაქვს ჰუმანიტარულ კატასროფასთან
თარიღი:  1126

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე აფხაზეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ჯემალ გამახარია ამბობს, რომ რეგიონში საქმე გვაქვს ჰუმანიტარულ კატასროფასთან.

„წლების განმავლობაში ისედაც გაუსაძლის პირობებში, მცხოვრები გალის რაიონის მოსახლეობის მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა კორონავირუსულმა პანდემიამ. ოკუპანტების მიერ გარესამყაროსაგან მოწყვეტილ ადამიანებს ოთხ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ხელი არ მიუწვდებათ ძირითად საარსებო წყაროზე - შემწეობაზე და პენსიაზე. ამის გამო მათი დიდი ნაწილი შიმშილობს, მთელი რაიონი წამლების მწვავე დეფიციტს განიცდის. საქმე გვაქვს ნამდვილ ჰუმანიტარულ კატასტროფასთან.

ჩვენთვის დანამდვილებით ცნობილია, რომ უამრავმა შიმშილით სიკვდილს გამოქცეულმა ადამიანმა, ასევე აბიტურიენტთა და სტუდენტთა ნაწილმა სხვადასხვა შემოვლითი გზებით, მათ შორის მდინარე ენგურის გადმოლახვით ძლივს მოაღწიეს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიამდე. უნდა ვივარაუდოთ, რომ მსგავსი სახიფათო მცდელობები მომავალშიც იქნება. ცალკეულმა საინფორმაციო საშუალებებმა დღეს უკვე გაავრცელეს სავარაუდო ინფორმაცია ადმინისტრაციულ საზღვარზე ფარულად გადმოსვლისას სამი თუ ოთხი ადამიანის დაღუპვის შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია ჯერ არ არის დადასტურებული კომპეტენტური ორგანოების მიერ. მას ასევე კატეგორიულად უარყოფს გალის დე-ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, თუმცა ეს არანაირად არ გვაძლევს დამშვიდების საფუძველს. თუ ვითარება არ გამოსწორდა, გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილი ადამიანები უეჭველად გააგრძელებენ მდინარე ენგურის გავლით ზუგდიდში გადმოსვლის მცდელობებს, რაც ნამდვილად დიდი საფრთხის შემცველია და გამორიცხული არ არის უბედური შემთხვევითაც დასრულდეს.

მოსალოდნელი ტრაგედიის პრევენციისა და უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩენილი გალელების მხარდაჭერის მიზნით, აუცილებელია, ყველა დონეზე რადიკალური ზომების მიღება, საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით გალის მოსახლეობისთვის დახმარების აღმოჩენა, თუ მოხერხდება, კუთვნილი შემწეობებისა და პენსიების, ასევე საკვები პროდუქტების მიწოდება.

აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლება, საკუთარი კომპეტენციისა და შესაძლებლობების ფარგლებში ყველა ღონეს იხმარს, გალის რაიონში ჰუმანიტარული კატასტროფის შედეგად შექმნილი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემების, თუნდაც, ნაწილის გადასაჭრელად“, – აცხადებს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია.

თბილისი
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის