აშშ-ის ეროვნული თავდაცვის აქტის შესწორების მიხედვით საქართველოსთან თანამშრომლობა იმ შემთხვევაში გაგრძელდება თუ ქვეყანა პირობებს დაიცავს. ცვლილება სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს, ჯეიმს რიშს ეკუთვნის.
რიშის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა შეიწყალა, თუმცა გიორგი რურუა კვლავ საპატიმროში რჩება.
"აშშ-ის სენატი კვლავ გამოხატავს სურვილს, გაგრძელდეს აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობა მმართველობის და ეკონომიკის რეფორმებზე, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე და გაღრმავდეს თანამშრომლობა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მიმართულებით“, - ნათქვამია განცხადებაში.
აშშ-ის სენატი საქართველოს მთავრობასა და პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდებს, უარი თქვან ძალაუფლების ცდუნებაზე და პროცესები უფრო გამჭვირვალე გახადონ, რაც მოსამართლეების დანიშვნის წესსა და მოსამართლეების მმართველი პოლიტიკური პარტისადმი ლოიალურობასაც გულისხმობს.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.