USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
Tbilisi
ჯეიკ სალივანი - ათიათასობით მშვიდობიანი მომიტინგე, წვიმიან თბილისში გამოვიდა, რომ „ქართული ოცნებისთვის“ კანონის გაწვევა მოეთხოვა
Date:  582

თეთრი სახლის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი ეხმაურება 11 მაისს თბილისში მიმდინარე აქციას.

„ქართველი ხალხი თავის შეხედულებებს ავრცელებს. ათიათასობით მშვიდობიანი მომიტინგე, რომელსაც დაშინების ტაქტიკა ვერ აკავებს, წვიმიან თბილისში გამოვიდა იმისთვის, რომ „ქართული ოცნებისთვის“ კანონის გაწვევა მოეთხოვა“, - აცხადებს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი.

ამასთან, სალივანის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელი რიტორიკა, შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები და ქმედებები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მისწრაფებებს და მიზნად ისახავს ქართველების იზოლირებას შეერთებული შტატებიდან და ევროპიდან.

„ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში დემოკრატიული უკანდახევის გამო. ქართველი პარლამენტარები კრიტიკული არჩევანის წინაშე დგანან - მხარი დაუჭირონ ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს თუ მიიღონ კრემლის სტილის „უცხოური აგენტების“ კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებს“, - წერს სალივანი სოციალურ ქსელში.

„ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ“, - აღნიშნავს ის.

 

Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way