USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Tbilisi
ჯეიკ სალივანი - აშშ-ის კონგრესში არჩევნების შედეგების მიუხედავად, ორპარტიული მხარდაჭერა უკრაინის მიმართ შენარჩუნდება
Date:  682

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ აშშ-ის კონგრესში არჩევნების შედეგების მიუხედავად, ორპარტიული მხარდაჭერა უკრაინის მიმართ შენარჩუნდება.

„დარწმუნებული ვარ, რომ აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინისადმი იქნება ურყევი და მტკიცე. მე არ ვამბობ, რომ ეს მხარდაჭერა „სავარაუდო“ იქნება. მე მჯერა ამის და პრეზიდენტ ბაიდენს სჯერა ამის“, - ხაზგასმით აღნიშნა ჯეიკ სალივანმა.

მანამდე აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში განაცხადეს, რომ აშშ უკრაინას 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს.

რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან დღემდე, აშშ-მა უკრაინას უსაფრთხოების სფეროში 17 მილიარდი დოლარის დახმარება გამოუყო.

society
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way