USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
ჯეიკ სალივანი - თუ რუსეთი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს უკრაინაში, აშშ-სგან „კატასტროფული შედეგები“ მოჰყვება
თარიღი:  669

თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი აცხადებს, რომ "კატასტროფული" შედეგები მოჰყვება, თუ რუსეთი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს უკრაინაში.

"თუ რუსეთი გადალახავს ამ ზღვარს, კატასტროფული შედეგები მოჰყვება. შეერთებული შტატები გადამწყვეტად უპასუხებს”,- აღნიშნა მან.

ABC-ზე ინტერვიუში სალივანმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ გეგმავს "ყოველ გაუთვალისწინებელ შემთხვევას".

„ჩვენ გვსურს ჩამოვაყალიბოთ პრინციპი, რომ იქნება კატასტროფული შედეგები, მაგრამ არ ჩავერთოთ რიტორიკულ თამაშში. ასე რომ, რუსებს ესმით, სად ვართ, ჩვენ გვესმის, სად ვართ, გავაკეთებთ იმას, რაც აუცილებელია, რომ რუსეთი ამ ნაბიჯის გადადგმისგან შევაკავოთ…და თუ გააკეთებენ, ჩვენ გადამწყვეტად ვუპასუხებთ“, - აღნიშნა სალივანმა.

ამასთან სალივანმა განაცხადა, რომ უკრაინის ტრიტორიებზე რუსეთის მიერ ჩატარებულ “რეფერენდუმის” საპასუხოდ „დიდი შვიდეული“ გაამკაცრებს სანქციებს.

„მათ გაიმეორეს, რომ იქნებოდა შედეგები და დააზუსტეს, რომ ეს მოიცავს დამატებით გაძლიერებულ სანქციებს, მათ შორის სანქციებს რუსეთის ფარგლებს გარეთ არსებულ სუბიექტებსა და კომპანიებზე, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის ომის მანქანას ან მხარს უჭერენ ამ ყალბ რეფერენდუმებს“, - აღნიშნა სალივანმა.

გარდა ამისა, რუსეთში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების შესახებ კითხვაზე, სალივანმა თქვა, რომ აშშ ორიენტირებულია უკრაინის მხარდაჭერაზე და „რუსეთის მომავალი რუსმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს“.

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის