USD 2.6938
EUR 3.1652
RUB 3.5959
Тбилиси
ჯეი დი ვენსის თქმით, ვიქტორ ორბანის დამარცხება გასაკვირი არ ყოფილა
дата:  534

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ დიდად გაკვირვებული არ არის უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის დამარცხებით. მისი თქმით, გასულ კვირას ბუდაპეშტში ავტოკრატთან ერთად კამპანიის წარმოების გადაწყვეტილება ერთგული მოკავშირის მხარდაჭერას ისახავდა მიზნად.

„ჩვენ არ წავედით იმიტომ, რომ ველოდით, ვიქტორ ორბანი არჩევნებში გამარჯვებას მიაღწევდა. ჩვენ წავედით იმიტომ, რომ სწორი იყო იმ ადამიანის მხარდაჭერა, რომელიც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ჩვენს გვერდით იდგა.

მისი მემკვიდრეობა უნგრეთში ტრანსფორმაციული ხასიათისაა — 16 წელი, რომელმაც ფუნდამენტურად შეცვალა ეს ქვეყანა.

ჩვენ ნამდვილად ვიცოდით, რომ ვიქტორს არჩევნებში წაგების დიდი შანსი ჰქონდა. ჩვენ ეს იმიტომ გავაკეთეთ [ჩავედით უნგრეთში], რომ ის ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ევროპელ ლიდერთაგან, ვინც ბრიუსელში ბიუროკრატიას დაუპირისპირდა“, - განაცხადა ვენსმა Fox News-თან ინტერვიუში.

мир
ირანი - ის ქვეყნები, რომლებსაც მტერი ირანზე თავდასხმისთვის გამოიყენებს, ნავთობის წარმოებას უნდა დაემშვიდობონ

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საჰაერო ძალების მეთაური ქვეყნის სამხრეთელ მეზობლებს აფრთხილებს, რომ თუ მათ ტერიტორიას ან ობიექტებს მტერი ირანზე თავდასხმისთვის გამოიყენებს, ისინი „ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ნავთობის წარმოებას უნდა დაემშვიდობონ“, - ინფორმაციას CNN-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, სამხედრო მეთაურმა ასევე განაცხადა, რომ ირანის „სამიზნეების სია“ გაფართოვდა და ის არა მხოლოდ სამხედრო ობიექტებს მოიცავს, არამედ ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, საუდის არაბეთში, ქუვეითში, კატარსა და ბაჰრეინში, მდებარე ნავთობის მსხვილ საბადოებსა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსაც.

ირანული მედია წერს, რომ სპარსეთის ყურის ზოგიერთმა ქვეყანამ ადრე „ირანის მტრებს მათი ტერიტორიის გამოყენების უფლება მისცა“ და თუ ისინი იგივეს ახლაც გააკეთებენ, მათი „ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობა სერიოზული რისკის ქვეშ აღმოჩნდება“.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати