თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის პაკისტანში სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის დაგეგმილი ვიზიტი გაუქმდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
„პირადი შეხვედრების შესახებ ნებისმიერ დამატებით ინფორმაციას თეთრი სახლი გამოაცხადებს“, - განაცხადა ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ჯეი დი ვენსი ირანელ ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებების გასამართად პაკისტანში ჩავიდოდა.
ვიზიტი მას შემდეგ გაუქმდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის ვადის გაგრძელებას დათანხმდა
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.