USD 2.7051
EUR 3.1366
RUB 3.3509
Tbilisi
ჯეფ ბეზოსი კოსმოსში 20 ივლისს გაფრინდება
Date:  3984

ამერიკული კორპორაცია Amazon-ის დამფუძნებელი, ჯეფ ბეზოსი კოსმოსში 20 ივლისს გაემგზავრება. ამის შესახებ ჯეფ ბეზოსმა Instagram-ის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა.

„ხუთი წლის ასაკიდან კოსმოსში გამგზავრებაზე ვოცნებობდი. 20 ივლისს ჩემს ძმასთან ერთად გავემგზავრები. უდიდესი თავგადასავალი მელის ჩემს საუკეთესო მეგობართან ერთად“, - დაწერა ჯეფ ბეზოსმა.

 

აღსანიშნავია, რომ Amazon-ის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის კომპანია Blue Origin-ი კოსმოსური ტურისტებისთვის სუბორბიტალურ ფრენას 20 ივლისს განახორციელებს.

tbilisi
გლდანის რაიონში, სარაჯიშვილის გამზირის N15 კორპუსის მიმდებარედ შიდა ეზო წესრიგდება
გლდანის რაიონის გამგეობის მიერ სარაჯიშვილის გამზირის N15 კორპუსის მიმდებარედ შიდა ეზო წესრიგდება.
 
პროექტის ფარგლებში, 1050 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ასფალტის საფარი იცვლება. 130 000 ლარამდე დაიხარჯება სამუშაოებისთვის, რომლის ფარგლებშიც ორი ფენა ასფალტის საფარი დაიგება და მოეწყობა ბორდიურები.
 
აღნიშნულ მისამართზე ასფალტის საფარის მოწესრიგებამდე, გამგეობის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, სამივე სადარბაზოში 172 გრძივი მეტრზე წყალარინების შიდა და გარე ქსელი შეიცვალა, რისთვისაც 39 750 ლარი დაიხარჯა.
 
საგზაო სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე, საკრებულოს წევრ შალვა ოგბაიძესთან ერთად გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way