USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
ჯასტინ ტრუდო - კანადა უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის 500 მილიონ კანადურ დოლარს გამოყოფს
თარიღი:  501

კანადა უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის 500 მილიონ კანადურ დოლარს გამოყოფს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ უკრაინაში ვიზიტის დროს განაცხადა. როგორც ცნობილია, დახმარების ახალი პაკეტი ასევე ითვალისწინებს უკრაინაში საჰაერო თავდაცვისთვის 288 AIM-7 რაკეტის გადაცემას.

კანადის პრემიერი ჯასტინ ტრუდო დღეს უკრაინის დედაქალაქში ჩავიდა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ტრუდომ ზელენსკის განუცხადა, რომ უკრაინელ ხალხს ყოველთვის შეუძლია კანადის დახმარების იმედი ჰქონდეს.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის