USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
Tbilisi
ჯასტინ ტრიუდომ კანადის პარლამენტში „Waffen-Grenadier-Division der SS «Galizien»“-ის ვეტერანის მიწვევის გამო ბოდიში მოიხადა
Date:  571

კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ გასულ კვირას ქვეყნის პარლამენტში მომხდარი სკანდალის გამო ბოდიში მოიხადა. საუბარია კანადაში უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტისას მომხდარ ინციდენტზე, როდესაც „ვაფენ-სს“-ის ვეტერანი, 98 წლის უკრაინელი იაროსლავ ჰუნკა საკანონმდებლო ორგანოში მიიწვიეს. პარლამენტის სპიკერმა ენტონი როტამ ის ომის გმირად წარადგინა, რასაც დეპუტატების ოვაციები მოჰყვა.

მოგვიანებით, ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ ჰუნკა ეთნიკური უკრაინელებით დაკომპლექტებულ გალიჩინის მოხალისეთა დივიზიაში მსახურობდა და ნაცისტთა მეთაურობით მოქმედებდა, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ კი თავი კანადას შეაფარა.

„ეს არის შეცდომა, რომელმაც ღრმად შეარცხვინა პარლამენტი და კანადა. ყველა ჩვენგანი, ვინც პარასკევს ამ პალატაში ვიმყოფებოდით, ღრმად ვწუხვართ, რომ ვიდექით და ტაშს ვუკრავდით, მიუხედავად იმისა, რომ კონტექსტი არ ვიცოდით. ეს იყო ჰოლოკოსტის დროს დაღუპული მილიონობით ადამიანის ხსოვნის საშინელი შეურაცხყოფა“, - განაცხადა ტრიუდომ.

26 სექტემბერს, კანადის პარლამენტის თემთა პალატის სპიკერმა, ენტონი როტამ გადადგომის შესახებ განაცხადა მას შემდეგ, რაც გასულ კვირას ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის დროს პარლამენტში იაროსლავ ჰუნკას მიწვევას სკანდალი მოჰყვა.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way