USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Tbilisi
“ჯარის ბანაკი” - დაუვიწყარი თავგადასავლებისთვის კოჯორში
Date:  3566
“ჯარის ბანაკი” - დაუვიწყარი თავგადასავლებისთვის კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში აქტიურად მიმდინარეობს.
 
აქ ბავშვებს მეგობრული, ჯანსაღი, საინტერესო, მხიარული, თბილი, განსხვავებული და გამორჩეული გარემო ხვდებათ. “ჯარის ბანაკი” - ეს ის ადგილია, საიდანაც ბავშვები დადებითი ემოციებით, დაუვიწყარი შთაბეჭდილებებითა და ახალშეძენილი მეგობრებით უბრუნდებიან საკუთარ ოჯახებს. ეს ყველაფერი კი, “ჯარის ბანაკისა” და სერჟანტ-ინსტრუქტორების ჩართულობითაა შესაძლებელი.
 
გუნდურობა, შიშის დაძლევა, ახალი მეგობრების შეძენა, ეფექტური კომუნიკაცია, თვითგანვითარება და საკუთარი თავის შესახებ სიახლეების აღმოჩენა - ეს ყველაფერი ხომ „ჯარის ბანაკში“ ხდება.
 
„ჯარის ბანაკში“ ბავშვები სერჟანტების დახმარებით საცეცხლე მომზადებას, ნავიგაციასა და ტოპოგრაფიას, პირველად სამედიცინო დახმარებას, თვითგადარჩენის ამოცანებსა და სამთო მომზადებას გადიან. სამ ოცეულად დაყოფილნი კი, დაბრკოლებათა ზოლის გადალახვასა და იარაღის დაშლა-აწყობაში ეჯიბრებიან და ამხნევებენ ერთმანეთს. საღამოს, კოცონის გარშემო ბავშვები და ინსტრუქტორები ძალიან საინტერესო სპიკერებთან ერთად საქართველოს სამხედრო ისტორიაზეც საუბრობენ.
World
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way