USD 2.7065
EUR 3.1293
RUB 3.3438
Tbilisi
ჯანმო-ს საგანგებო მდგომარეობის უფროსი ოფიცერი: ძალიან პოზიტიურ ნიშნებს ვხედავთ სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის არის საქართველო
Date:  591

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის საგანგებო მდგომარეობის უფროსი ოფიცრის, კატერინ სმოლვუდის განცხადებით, ყველა ქვეყანამ, მათ შორის, ჩინეთმა რეაგირება კორონავირუსის გავრცელების საწყის ეტაპზევე მოახდინა.

მისივე განმარტებით, ჩინეთის სწრაფმა რეაგირებამ სხვა ქვეყნებსაც მისცა საშუალება, პანდემიის წინააღმდეგ ზომები სწრაფად გაეტარებინათ. ასე უპასუხა კატერინ სმოლვუდმა მსოფლიო მედიის წარმომადგენლებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე „ინტერპრესნიუსის“ მიერ დასმულ კითხვას, თუ რამდენად დროული იყო ჩინეთისა და სხვა ევროპული ქვეყნების რეაგირება და შესაძლებელი იყო თუ არა დღეს სულ სხვა სურათი მიგვეღო ქვეყნებს მკაცრი შეზღუდვები უფრო ადრეულ ეტაპზე რომ დაეწესებინათ.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და ყველა წევრმა ქვეყანამ ამ ახალ ვირუსს თავიდანვე ძალიან სერიოზული პასუხი გასცა. ყველა ქვეყანამ, მათ შორის, ჩინეთმა რეაგირება დაავადების საწყის ეტაპზევე მოახდინა და ღონისძიებები ექსტრემალურად სწრაფად განახორციელა. იმაზე სწრაფად, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო მანამდე, რამაც საშუალება მისცა სხვა ქვეყნებს, რომ ზომები ასევე სწრაფად მიეღოთ. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ თავად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამაც ძალიან სწრაფად გამოაცხადა გლობალური საგანგებო მდგომარეობა იანვრის ბოლოს და მოუწოდა ყველა ქვეყანას, რომ მზად ყოფილიყვნენ ყველა შესაძლებლობის გამოსაყენებლად, რომელიც არცთუ ისე დიდი ხნის განმავლობაში ექნებოდათ და ქვეყნებმა ეს დაუყოვნებლივ გააკეთეს. თუმცა, ვირუსი აგრძელებს გავრცელებას და გადააჭარბა გავრცელების იმ დონეს, რომელსაც ყველა ჩვენგანი ველოდით“, – განაცხადა კატერინ სმოლვუდმა.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ პოზიტიურ ნიშნებს ხედავს ბევრი ქვყნიდან, მათ შორის, საქართველოდან, რომელმაც საკმაოდ ადრეული ზომები მიიღო ვირუსის შესაჩერებლად.

„ჩვენ ვხედავთ პოზიტიურ ნიშნებს ბევრი ქვეყნიდან, მათ შორის, იმ ქვეყნებიდანაც, რომლებიც ევროპის რეგიონში ყველაზე მეტად არიან დაზარალებულები, ასევე ძალიან პოზიტიურ ნიშნებს ვხედავთ სხვა ქვეყნებიდანაც, რომლებმაც ადრეული ზომები მიიღეს, როგორიც არის საქართველო, სადაც ჩვენ ვხედავთ შემთხვევების შედარებით დაბალ მაჩვენებლებს თუ ევროპის სხვა ქვეყნებს შევადარებთ. ასე რომ, ქვეყნები ძალიან სწრაფად სწავლობენ ერთმანეთის მიყოლებით. რა თქმა უნდა, როცა დრო მოვა, ჩვენ უკან მოვიხედავთ და ვნახავთ, რისი გაკეთება შეგვეძლო უკეთესად, ჩვენ მოვუწოდებთ სხვა ქვეყნებსაც, რომ როდესაც ყველაფერი ჩაივლის, განვლილი გზა შეაფასონ, თუმცა ახლა უმჯობესია, წინ გავიხედოთ, მივყვეთ არსებულ პროგრესს, რომელსაც ვხედავთ და ამასთანავე, ვიყოთ უკიდურესად ფხიზლად, რომ ვირუსი უკან არ დაბრუნდეს“, – განაცხადა კატერინ სმოლვუდმა.

economics
საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული მთელი რიგი საგადასახადო შეღავათი 2028 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება

საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული მთელი რიგი საგადასახადო შეღავათი 2028 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება. შეღავათები ეხება სასოფლო-სამეურნეო სექტორში დასაქმებულ პირებს, ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორების მიერ ფასიანი ქაღალდებიდან მიღებულ შემოსავალს, არასტაციონარულ ვაჭრობას და უძრავი ქონების მიწოდების დაბეგვრას და სხვა.

მთავრობამ პარლამენტს დაჩქარებული წესით განხილვისთვის წარუდგინა “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი, რომლის თანახმად, საშემოსავლო/მოგების გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის/საწარმოს მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ასეთი მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი 200 000 ლარს არ აღემატება. ამასთან, 2028 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში გაცემული ხელფასებისთვის ბიუჯეტში გადასახდელი საშემოსავლო გადასახადის შეღავათი.

2028 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება რეზიდენტი იურიდიული პირებისთვის მოქმედი საშემოსავლო შეღავათი, რომლის მიხედვით, არ იბეგრება საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდიდან პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი.

კანონის პროექტით, 2028 წლის 1-ელ იანვრამდე განაგრძობს მოქმედებას თამბაქოს ნედლეულის იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლება.

2028 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება წესი, რომლის თანახმად, ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემას, საგადასახადო ორგანოს მიმართვის შემთხვევაში იბეგრება ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით, თუ იგი ნებაყოფლობით არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად ან ამ საქმიანობის ნაწილში ნებისმიერი უწყვეტი 12 თვის განმავლობაში მისი ოპერაციების საერთო თანხა 100 000 ლარს არ აღემატება.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს საინვესტიციო ოქროს მიწოდებისა და იმპორტის ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებას.

2028 წლის 1-ელ იანვრამდე გრძელდება საგადასახადო შეღავათი, რომლის თანახმად, 2026 წლის 1 იანვრამდე დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია უძრავი ქონების მიწოდება, აგრეთვე უძრავი ქონების მიმწოდებლის მიერ მიწოდებულ ქონებასთან დაკავშირებული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების გაწევა, თუ შესრულებულია სსკ-ის შესაბამისი მუხლის 79-ე ნაწილით გათვალისწინებული ყველა პირობა.

2028 წლის 1-ელ იანვრამდე შენარჩუნებული იქნება საქონლის იმპორტისას დღგ-ით დასაბეგრი თანხის გამოთვლის არსებული წესი, რაც გულისხმობს, რომ საქონლის იმპორტისას დღგ-ით დასაბეგრი თანხის მთავარ კომპონენტს - საქონლის საბაჟო ღირებულებას დაემატება საქართველოში კუთვნილი იმპორტის გადასახდელი, გარდა დღგ-ისა.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way