USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Тбилиси
ჯანმო-მ "კოვიდ-19"-ით გამოწვეული გლობალური საგანგებო მდგომარეობა დასრულებულად გამოაცხადა
дата:  

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19-ის პანდემიის სტატუსი გააუქმა. ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა ბრიფინგის დროს განაცხადა.

მისი თქმით, ორგანიზაციის განსაკუთრებული ვითარებების კომიტეტმა რეკომენდაცია მისცა მას ჯანდაცვის სფეროში გლობალური განსაკუთრებული ვითარების დასრულების შესახებ გამოეცხადებინა და მან ეს წინადადება მიიღო.

„დიდი იმედით ვამბობ, რომ COVID-19 დასრულდა, როგორც გლობალური განსაკუთრებული ვითარება ჯანდაცვის სფეროში“, - განაცხადა გებრეიესუსმა.

ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ COVID-19 მთლიანად არ გამქრალა.

„ამ წამს ათასობით ადამიანი მთელ მსოფლიოში რეანიმაციაში ებრძვიან დაავადებას, მილიონები COVID-19-ის შედეგებით ცხოვრობენ. ვირუსი არსად არ მიდის. იგი მცირდება და მუტაციას განიცდის. ჯერ კიდევ არსებობს ახალი ვარიანტების გაჩენის რისკი“, - განაცხადა გებრეიესუსმა.

ჯანმოს ცნობით, მასობრივი ვაქცინაციისა და ახალი, ნაკლებად ლეტალური შტამების გაჩენის შემდეგ, მკვეთრად შემცირდა დაღუპულთა რიცხვი: თუ 2021 წლის იანვარში მსოფლიოში COVID-19-ით დაახლოებით, 100 ათასი ადამიანი გარდაიცვალა კვირაში, 2023 წლის აპრილში - 3,5 ათასი დაიღუპა. სიკვდილიანობის შემცირებამ შესაძლებელი გახადა 2022 წლის განმავლობაში შემაკავებელი ზომების უმეტესობის გაუქმება.ჯანმო-ს მონაცემებით, ბოლო სამი წლისა და რამდენიმე თვის განმავლობაში დაახლოებით 20 მილიონი ადამიანი გახდა ამ დაავადების მსხვერპლი. საუბარია ყველა გარდაცვალების შეფასებაზე, ამა თუ იმ გზით, რომელიც დაკავშირებულია ინფექციასთან.

общество
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати