USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
თბილისი
ჯანმო: კორონავირუსს ბუნებრივი წარმომავლობა აქვს და ამას უამრავი მეცნიერი ადასტურებს
თარიღი:  706

კორონავირუსს ბუნებრივი წარმომავლობა აქვს და ამას მსოფლიოს უამრავი მეცნიერი ადასტურებს, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ რაიანმა.

„რაც შეეხება უხანში ვირუსის წარმომავლობას, უამრავი მეცნიერისგან ინფორმაციას ვიღებთ და ყველა ერთ რამეს ამბობს: ვირუსს ბუნებრივი წარმომავლობა აქვს. ჩვენ ახლა უკეთ გვესმის სიტუაცია და განვაგრძობთ ვირუსის სწავლას. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ პროფილაქტიკური ზომები მივიღოთ. ეს მომავალში ანალოგიური სიტუაციის თავიდან აცილების საშუალებას მოგვცემს“, - განაცხადა მაიკლ რაიანმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის