USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Tbilisi
ჯანმო ევროპას კორონავირუსის მესამე ტალღის შესახებ აფრთხილებს
Date:  933

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალური წარმომადგენლის დევიდ ნაბაროს განცხადებით, 2021 წლის დასაწყისში ევროპაში "კოვიდ-19"-ის მესამე ტალღაა მოსალოდნელი. ამის შესახებ მან შვეიცარიულ მედიაკომპანიების წარმომადგენლებს განუცხადა.

ნაბაროს თქმით, ევროპულმა ქვეყნებმა ვერ შეძლეს მეორე ტალღის თავიდან აცილება მას შემდეგ, რაც მათ პირველი ტალღის გაკონტროლება შეძლეს.

„ევროპული რეაქცია იყო არასრული. მათ ხელიდან გაუშვეს შანსი, აეშენებინათ საჭირო ინფრასტრუქტურა ზაფხულის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც შეძლეს, ინფექციის პირველი ტალღის გაკონტროლება. ახლა მეორე ტალღაა. თუკი ისინი არ ააშენებენ საჭირო ინფრასტრუქტურას ახლა, მათ ექნებათ მესამე ტალღა მომდევნო წლის დასაწყისში“ , - განაცხადა ნაბარომ.

ჯანმოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბევრი დასავლეთევროპული ქვეყნის წინაშე დგას ამოცანა, კვლავაც გააკონტროლონ ვირუსი ისე, რომ არ გამოიყენონ ისეთი უხეში ზომა, როგორიც არის „ლოქდაუნი“ - მკაცრი იზოლაციის რეჟიმი, რისთვისაც, მისი თქმით, უწევთ მაღალი ფასის გადახდა.

society
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way