USD 2.7025
EUR 3.1114
RUB 3.3136
Tbilisi
ჯანმო - უახლოეს თვეებში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ვითარება ძალიან რთული იქნება
Date:  988

უახლოეს თვეებში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ვითარება ძალიან რთული იქნება, - ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თედროს ადჰანომ გებრეიესუსმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ ვდგავართ კოვიდ-19-ის პანდემიის კრიტიკულად მნიშვნელოვან გზაჯვარედინზე, განსაკუთრებით ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. შემდეგი რამდენიმე თვე ძალიან რთული იქნება. ზოგიერთი ქვეყანა ძალიან სახიფათო ტრაექტორიაზეა“, - განაცხადა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, ბევრი სახელმწიფო შეეჯახა დაავადების მკვეთრ ზრდას, რაც უახლოეს მომავალში ჯანდაცვის სისტემის რესურსების მალე ამოწურვას გამოიწვევს.

ის მოუწოდებს მსოფლიო ლიდერებს, მიიღონ სასწრაფო ზომები და აღკვეთონ სიკვდილიანობის ზრდა და სკოლების დაკეტვა.

World
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way