USD 2.6759
EUR 3.1581
RUB 3.4619
თბილისი
ჯანმო - ნაადრევი და არარეალურია იმაზე ფიქრი, რომ პანდემია წლის ბოლომდე დასრულდება
თარიღი:  512

მიუხედავად იმისა, რომ „ლოქდაუნებისა“ და ვაქცინაციის პროგრამების წყალობით კოვიდ 19-ის გავრცელება ზოგიერთ ქვეყანაში შემცირდა, ნაადრევი და არარეალურია იმაზე ფიქრი, რომ პანდემია მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ რაიანმა განაცხადა.

”თუ ვაქცინები დაიწყებენ ზეგავლენის მოხდენას არა მხოლოდ სიკვდილიანობისა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელზე, არამედ მნიშვნელოვან გავლენას მოახდენენ გავრცელების დინამიკასა და რისკზეც, მჯერა, რომ ჩვენ დავაჩქარებთ ამ პანდემიაზე კონტროლის მოპოვებას“, - აღნიშნა ჯანმო-ს წარმომადგენელმა.

ამასთან, ორგანიზაციის ინფორმაციით, ბოლო 2 თვის განმავლობაში პირველად, გასულ კვირაში კორონავირუსის შემთხვევების გლობალურმა რაოდენობამ მოიმატა. კერძოდ, ინფიცირების მაჩვენებელი გაიზარდა ჯანმო-ს 6 რეგიონიდან 4-ში : ამერიკაში, ევროპაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეისუსმა განაცხადა, რომ ”ეს გულდასაწყვეტია, მაგრამ არა გასაკვირი“.

”ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ უკეთ გავიგოთ გავრცელების ზრდის მიზეზი. როგორც ჩანს, ეს გამოწვეულია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომების შემსუბუქებით, ვირუსის სხვადასხვა ვარიანტის გავრცელებითა და ადამიანების მიერ საჭირო ზომების არასათანადოდ დაცვით,“- აღნიშნა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, ვაქცინები ხელს შეუწყობს ადამიანების გადარჩენას, თუმცა, "თუ ქვეყნები მხოლოდ ვაქცინებს დაეყრდნობიან, ისინი შეცდომას დაუშვებენ".

”რეაგირების საფუძვლად საზოგადოების ჯანდაცვის ძირითადი ზომების დაცვა რჩება”, - განაცხადა ტედროს ადჰანომ გებრეისუსმა.

თბილისი
ვაკის გამგეობა - უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს
უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. გამგეობის წარმომადგენლები, საქალაქო სამსახურებთან და კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად, მონიტორინგსა და ადგილზე შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ.
 
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს შიდა ქუჩების თოვლისგან დასუფთავება, საერთო ჯამში, რეაგირება განხორციელდა რამდენიმე ათეულ ქუჩაზე, სადაც მოსახლეობის გადაადგილება განსაკუთრებით პრობლემური იყო.
 
ამ დროისთვის, 50-მდე ქუჩაზე გზა გასუფთავებულია, ხოლო 20-ზე მეტ მისამართზე სამუშაოები დაგეგმილია
.
ასევე, აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებული, საფრთხის შემცველი ხეების სხვლა, დამუშავება და გატანა. მერიის ცხელი ხაზის და საგანგებო სამსახურის, 112-ის საშულებით, დაახლოებით, 200-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა.
 
მოსახლეობას შევახსენებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე, ნომერზე 032 2 72 22 22.
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის