USD 2.6936
EUR 3.1464
RUB 3.5993
Tbilisi
ჯანი ინფანტინო FIFA-ს პრეზიდენტად მე-3 ვადით აირჩიეს
Date:  

ჯანი ინფანტინო რუანდას დედაქალაქ კიგალიში გამართულ ფიფას 73-ე კონგრესზე პრეზიდენტად მე-3 ვადით, 2027 წლის ბოლომდე აირჩიეს.

აღსანიშნავია, რომ ინფანტინო საპრეზიდენტო არჩევნებში ერთადერთი კანდიდატი იყო, შესაბამისად, მისი არჩევა ლოგიკურიც გახლდათ.

"ვიცი, რომ ბევრს ვუყვარვარ და ისეთი ადამიანებიც არიან, ვისაც ვძულვარ, მაგრამ მე ყველა მათგანი მიყვარს. გავაგრძელებ ფიფასთვის მსახურებას და ბევრს ვიმუშავებ. გპირდებით, ისტორიაში საუკეთესო მსოფლიოს ჩემპიონატს, გპირდებით, რომ გავზრდით ფიფას შემოსავლებს, გავხდით მას უფრო გამჭირვალეს და სპონსორების ნდობას დავიბრუნებთ. ძალიან ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი, რასაც მოუთმენლად ველოდებით" - განაცხადა ინფანტინომ.

ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტი 2016 წელს გახდა, ხოლო 2019 წელს ამ პოსტზე მეორე ვადით დაამტკიცეს. მან თავის დროზე ზეპ ბლატერი შეცვალა, რომელსაც თანამდებობის დატოვება კორუფციული საქმეების გამო მოუწია. რაც შეეხება ინფანტინოს, ის ფიფას პრეზიდენტობამდე უეფაში წლების განმავლობაში მუშაობდა.

თავის დროზე ჯანი ინფანტინო ბევრისათვის მოულოდნელად გახდა ფიფას პრეზიდენტი. მაშინ უეფას ყოფილი გენმდივნის გამარჯვებისა არავის სჯეროდა, მათ შორის, არც ბუკმეკერებს. ისინი ფავორიტად მეორე კანდიდატს, შეიხ სალმანს მიიჩნევდნენ. დიახ, ფავორიტი ბაჰრეინელი იყო, თუმცა ინფანტინო ბოლომდე იყო საკუთარ თავში დარწმუნებული.

პატარა შვეიცარიულ ქალაქში დაბადებული ინფანტინო (დიახ, ის ბლატერის თანამემამულეა, ისინი დაბადებულნი არიან ერთსა და იმავე კანტონში, ერთმანეთისგან 6 მილის მანძილზე), დაახლოებით

 

20 წლის განმავლობაში სხვადასხვა ადგილას მუშაობდა კონსულტანტად. მისი ძირითადი გზა უეფაზე გადის.

როგორც ჩანს, სწორედ უეფაში ისწავლა ინფანტინომ ხმაურიანი განცხადებების გაკეთება, ხმამაღალი ფრაზებით ლაპარაკი, რომლებიც კონკრეტულ შინაარსს არ შეიცავს. ეს მას გარკვეულწილად აახლოებს ზეპ ბლატერთან.

და მაინც, ყველაზე მეტად მის სახელს მიშელ პლატინის უკავშირებენ. ის წლების განმავლობაში იყო ფრანგი ლეგენდის დამხმარე და მარჯვენა ხელი. პლატინის ბოლო დროს ყველასათვის ცნობილი სკანდალი რომ არა, სწორედ ის იყრიდა დიდი ალბათობით კენჭს ამ არჩევნებზე.


დოსიე
ჯოვანი ვინჩენცო ინფანტინო
დაიბადა: 1970 წ. ბრიგი (შვეიცარია)
მოქალაქეობა: შვეიცარია და იტალია
კარიერა: 2000 წლიდან უეფაში, 2009 წლიდან - უეფას გენერალური მდივანი; 2016 წლიდან - ფიფას პრეზიდენტი


World
თურქეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც 15 წლამდე მოზარდებს სოციალურ ქსელებზე წვდომას უკრძალავს

თურქეთის პარლამენტმა ბოლო მოსმენით მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც 15 წელს მიუღწეველ მოზარდებს სოციალურ ქსელებსა და ონლაინ პლატფორმებზე რეგისტრაცია აეკრძალებათ. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

როგორც სააგენტო იუწყება, კანონი მიიღეს მას შემდეგ, რაც ერთი კვირის წინ 14 წლის მოზარდმა თურქეთის ქალაქ კაჰრამანმარაშის სკოლაში ცეცხლის გახსნა და ცხრა მოსწავლე და ერთი მასწავლებელი მოკლა.

ახალი კანონი სოციალურ ქსელებს დაავალდებულებს ასაკის შემოწმების სისტემა დანერგონ და მშობლის კონტროლი დააწესონ, აგრეთვე ოპერატიული რეაგირება მოახდინონ იმ კონტენტზე, რომელიც სახიფათოდ იქნება მიჩნეული.

სიახლე გულისხმობს იმას, რომ ისეთმა პლატფორმებმა, როგორებიცაა YouTube, TikTok, Facebook, Instagram და ა.შ., 15 წლამდე მოზარდებს რეგისტრაცია აუკრძალონ და შექმნან მშობლის კონტროლი.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way