USD 2.6239
EUR 3.0219
RUB 3.2557
Tbilisi
ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს კლინიკების ჩამონათვალს, რომლებშიც რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალს, დასაქმების ალტერნატიულ შესაძლებლობას სთავაზობს
Date:  

ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს კერძო და საჯარო კლინიკების ჩამონათვალს, რომლებშიც რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალს, დასაქმების ალტერნატიულ შესაძლებლობას სთავაზობს.

უწყების ინფორმაციით, ეს კლინიკებია:

რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო;

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო;

საჩხერის რაიონული საავადმყოფო;

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა;

ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკა;

გ. ჟვანიას სახ. პედიატრიის აკადემიური კლინიკა;

ჯეო ჰოსპიტალის ქსელი;

კავკასიის მედიცინის ცენტრი;

ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი;

თბილისის ცენტრალური საავადმყოფო;

იმედის კლინიკა;

დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი;

თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონული ცენტრი.

ცნობისთვის, რესპუბლიკური საავადმყოფოს ძირითადი სამკურნალო კორპუსის ნაცვლად, ახალი სამედიცინო ცენტრი აშენდება. რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს შენობის დემონტაჟის გამო მთავრობა კომპენსაციებსა და სხვა კლინიკებში დასაქმებას სთავაზობს. უფრო კონკრეტულად, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, თანამშრომლებს შესაძლებლობა ექნებათ რამდენიმე შეთავაზებიდან მათთვის სასურველი აირჩიო.

World
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way