USD 2.6946
EUR 3.1734
RUB 3.5344
Тбилиси
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - პანდემიის საფრთხე რეალურია
дата:  1385

ახალი კორონავირუსის პანდემიის საფრთხე დაინფიცირებული ქვეყნების ზრდასთან ერთად, სულ უფრო რეალური ხდება. ამის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ბრიფინგზე განაცხადა.

„ახლა, როდესაც ახალი კორონავირუსი ასეთი რაოდენობის ქვეყნებშია გავრცელებული, პანდემიის საფრთხე გაცილებით რეალური ხდება. თუმცა, ეს იქნება პირველი პანდემია ისტორიაში, რომლის კონტროლირებაც შეიძლება“ , - განაცხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

მანამდე, ორგანიზაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ახალი კრონავირუსით 104 ქვეყნაში 109 343 ადამიანია დაინფიცირებული.

მისივე თქმით, თითქმის 110,000 შემთხვევიდან 93% ოთხ ქვეყანაში ფიქსირდება.

„ჩვენ გვამხნევებს ის, რომ იტალია აგრესიულ ზომებს მიმართავს ეპიდემიის შესაკავებლად და იმედი გვაქვს, რომ უახლოეს დღეებში ამ ზომების ეფექტურობა დადასტურდება“, - აღნიშნა ტედროს ადჰანომ გებრეიუსუსმა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორნავირუსით ინფიცირებულია 110,034 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 62,271 პაციენტი. ვირუსს ემსხვერპლა 3,826 ადამიანი.

мир
ევროკომისიამ პიტერ მადიარს 35 მილიარდი ევროს განსაბლოკად 27 პირობა წაუყენა

ევროკომისიამ ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში გაყინული 35 მილიარდი ევროს განბლოკვის მიზნით პიტერ მადიარს 27 პირობა წაუყენა, - ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ევროკომისიამ პიტერ მადიარის პარტია „ტისასთან“ მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

ევროკომისიის მიერ წამოყენებულ პირობებს შორის უნგრეთის მიერ რეფორმების განხორციელება და უკრაინასთან ურთიერთობების გაუმჯობესება შედის.

ევროპელი დიპლომატების განცხადებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ელიან, რომ პიტერ მადიარის მთავრობა ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე დაწესებულ ვეტოს მოხსნის.

ასევე, ევროკომისიის წარმომადგენლის ცნობით, 35 მილიარდი ევრო გაყინულია უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მიერ აუცილებელ რეფორმებზე უარის, ასევე, კანონის უზენაესობის დარღვევისა და კორუფციის გაზრდის გამო.

გამოცემა წერს, რომ გაყინული თანხების განბლოკვის მიზნით უნგრეთის ახალ მთავრობას ისეთი წარსული გადაწყვეტილებების გაუქმება მოუწევს, რომლებსაც ევროკავშირი მისი წესების დარღვევად მიიჩნევს.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати