USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - ეს ვირუსი ჩვენთან დარჩება
თარიღი:  1143

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკ რაიანმა განაცხადა, რომ კორონავირუსი არ გაქრება და სავარაუდოდ, საზოგადოებაში გრიპის მსგავსად გავრცელდება.

„ვფიქრობ, რომ ეს ვირუსი ჩვენთან დარჩება და ის გრიპის პანდემიური ვირუსების მსგავსად განვითარდება. იგი ვირუსის ერთ-ერთ სახეობად ჩამოყალიბდება, რომელიც ჩვენზე გავლენას ახდენს“, - აღნიშნა მაიკ რაიანმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების აღმასრულებელმა დირექტორმა ასევე განაცხადა, რომ კორონავირუსი გაზრდილი ვაქცინაციისა და პრევენციული ძალისხმევის გამო არ გაქრება.

„ხალხი ამბობს, რომ ვირუსს აღმოვფხვრით. არა, ეს ნაკლებად სავარაუდოა“, - დასძინა მაიკ რაიანმა.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის