USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Tbilisi
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია - კორონავირუსის ახალი შტამი უკვე ცნობილ შტამთან შედარებით უფრო სწრაფად ვრცელდება
Date:  561

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის ახალი შტამი უკვე ცნობილ შტამთან შედარებით უფრო სწრაფად ვრცელდება.

გაბუნიას თქმით, შესაბამისად, უფრო მეტი სიფრთხილეა საჭირო პირადი დაცვის საშუალების გამოყენებისა და არსებული რეგულაციების დაცვის კუთხით.

„სამი საეჭვო შემთხვევიდან ერთ შემთხვევაში დადასტურდა ახალი სახეცვლილი შტამის არსებობა, რომელიც რეალურად, კლინიკურად იგივე სახით მიმდინარეობს, როგორც მანამდე ცნობილი შტამი მიმდინარეობდა. ერთადერთი, რაც ამ დროისთვის ცნობილია, ახალი შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება და უფრო მეტი სიფრთხილეა საჭირო როგორც პირადი დაცვის საშუალებების გამოყენების, ასევე დაწესებული წესების დაცვის კუთხით ბიზნესგარემოში და სოციალური თავშეყრის ადგილებში, რაც აქამდეც ვიცოდით, რომ უნდა გაგვეკეთებინა“, - განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, ვარაუდი იმის შესახებ, რომ ახალი შტამის კორონავირუსი უფრო მეტად ახალგაზრდა მოსახლეობას აზარალებს, დამტიკიცებული არ არის.

„ერთი შემთხვევის ყველა კონტაქტი შესწავლილია და ისინი იმყოფებიან თვითიზოლაციაში. ამ თვალსაზრისით სრული ჩაღრმავებული ეპიდკვლევაა ჩატარებული. რაც შეეხება იმას, თუ რომელ ჯგუფს უფრო მეტად აზარალებს ეს შტამი, განსხვავებული დასაბუთება ან მეცნიერული საფუძვლები ამ ეტაპისთვის არ გვაქვს ვივარაუდოთ, რომ ეს შტამი მეტად აქტიურად აზარალებს ახალგაზრდა ასაკის მოსახლეობას. გარკვეული ვარაუდი ამასთან დაკავშირებით გამოითქვა, თუმცა ეს დადასტურებული არ არის“, - აღნიშნა გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის თქმით, ახალი შტამის ვირუსის წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებები იგივეა.

„რაც არ უნდა მარტივად ჟღერდეს, პრევენციული ღონისძებები, რაც ჩვენთვის არის ცნობილი არის პირბადე, ხელის დეზინფექცია და დისტანცია. ამ შტამის არსებობა კიდევ ერთელ ადასტურებს იმას, რომ ეს სამი ზომა არის ყველაზე ქმედითი და აქტიური იარაღი ჩვენს ხელთ, რითაც შეგვიძლია თავი დავიცვათ. განსხვავებული პრევენციული ზომები ამ შემთხვევაში ვერ იქნება გამოყენებული, უნდა დავიცვათ ის წესები, რაც ვიცით. მუტაცია შეიძლება სხვაც იყოს და გამოკიდება ამ ყველა მუტაციაზე, იქნება ძალიან რთული. თავის დაცვა და ინდივიდუალური ზომები არის ყველაზე მნიშვნელოვანი“, - განაცხადა გაბუნიამ.

tbilisi
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way