USD 2.6797
EUR 2.8777
RUB 2.9252
Tbilisi
ჯანდაცვის მინისტრი - სოციალური აგენტების ხელფასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მივიღეთ - მათი დატვირთულობიდან გამომდინარე ეს ხელფასი ადეკვატურია
Date:  377

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, სოციალური აგენტებისთვის ხელფასის გაზრდა მოხდა, რის შემდეგაც ანაზღაურება, დატვირთულობიდან გამომდინარე, ადეკვატურია.

როგორც მინისტრმა განმარტა, რიგ შემთხვევებში, ხელფასის 60%-იანი ზრდაც მოხდა. აზარაშვილის თქმითვე, სოციალურ აგენტებს შემოსავლის მიღება გამომუშავებითაც შეუძლიათ.

„სოციალური აგენტების ხელფასის განხილვა რამდენიმე თვის განმავლობაში მიდიოდა და მათი ფუნქციებიდან, დატვირთულობიდან და იმ სამუშაო დღიდან გამომდინარე, წინა კვირაში შესაბამისი გადაწყვეტილება მივიღეთ და ზოგიერთ შემთხვევაში, ხელფასის 60%-იანი მატებაც არის და ხელფასის გარდა, მათ შეუძლიათ გამომუშავებით მიიღონ შემოსავალი და ის შემოსავალიც თითოეულ შევსებულ დეკლარაციაზე 6-დან 10-ლარამდე გავზარდეთ. მე გეტყვით, რა მოცემულობაა და აქედან გამომდინარე, მიხვდებით, ეს ადეკვატურია თუ არა. კომპენსაციის ჩათვლით ჯამურად შეუძლიათ თითქმის, 2-ჯერ მეტი ხელფასი აიღონ, რაც ფიქსირებულია, იმასთან შედარებით. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, მათი დატვირთულობიდან გამომდინარე ეს ხელფასი არის ადეკვატური“, - განაცხადა აზარაშვილმა.

თებერვლიდან ქვეყნის მასშტაბით სოციალური აგენტებისა და სოციალური სააგენტოს თანამშრომლების ხელფასები გაიზრდება. უწყებაში განმარტავენ, რომ სოციალური აგენტების ფიქსირებული ანაზღაურება 60%-მდე იზრდება. კერძოდ, 250 ლარის ნაცვლად 400 ლარი გახდება, უფროსი სოციალური აგენტების ანაზღაურება 550 ლარის ნაცვლად 700 ლარი გახდება. ასევე, ერთ შევსებულ დეკლარაციაზე სოციალური აგენტების 6-ის ნაცვლად 10 ლარს მიიღებენ.

sport
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება. ეს გადაწყვეტილება დღეს ზაგრებში იქნა მიღებული მას შემდეგ, რაც მოცემულ ინიციატივას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაუჭირა მხარი.
ძიუდოში წლევანდელ ევროპის ჩემპიონატს კი ხორვატიის დედაქალაქმა უმასპინძლა. ძიუდოში საქართველოს ნაკრებმა კონტინენტის პირველობა რვა მედლით დაასრულა. ინდივიდუალურ ასპარეზობაში ქართველმა სპორტსმენებმა ორი ოქრო, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაოს მედალი მიიღეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს. ხოლო ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ჩემპიონატზე ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ვერცხლი ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა, ბრინჯაო კი ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
ევროპის ჩემპიონატს ზაგრებში საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ესწრებოდნენ. იოსებ ბაღათურიამ ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში გამარჯვებული ნაკრებების დაჯილდოების ცერემონიაშიც მიიღო მონაწილეობა.
ზაგრებში გამართულ კონტინენტის პირველობაზე ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების შესახებ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, მხარდაჭერით საქართველომ ევროპის ძიუდოს კავშირის შეთავაზება მიიღო 2026 წლის აპრილში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლოს.
ზაგრებში ევროპის ძიუდოს კავშირმა 2023 წლის საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად ტატო გრიგალაშვილი, წლის საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაც ძიუდოისტად შალვა გურეშიძე, წლის საუკეთესო გუნდად კი საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები დაასახელა.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way