USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Тбилиси
ჯანდაცვის მინისტრი - შესაძლოა, ინფიცირებულთა რიცხვს გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა გადააჭარბოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პიკი გადავლილია
дата:  374

შესაძლოა, ინფიცირებულთა რიცხვს გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა გადააჭარბოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პიკი გადავლილია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს გატარებული ყველა ზომები არის ინსტრუმენტი, რომელიც სოციალური დაცვის საშუალებას გვაძლევს.

„დინამიკაში იქნება ისეთი ტალღებიც, როდესაც გამოჯანმრთელებულთა რიცხვი იქნება იმაზე მეტი, ვიდრე ინფიცირებულების რიცხვი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და კარგია. ის რომ, რამდენიმე დღის წინ დაინფიცირებულების რიცხვი აღემატებოდა 40-ს და დღესდღეობით არის მხოლოდ 10-მდე, ასეთი დინამიკა ამ ვირუსს ზოგადად ახასიათებს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ პიკი არის გადავლილი, თუმცა მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ყველა ის ღონისძიება, რომელიც გატარებული იყო სახელმწიფოს და მთავრობის გუნდის მხრიდან იყო ძალიან მნიშვნელოვანი და სწორედ ეს გახლავთ ის ეფექტი, რომ ჩვენ შევძელით და მთელი ამ სამი თვის მანძილზე ვმართავთ გრიპის ტალღებს და გრიპის პიკურ ფაზას ისე, რომ ჩვენ არ გვყავს ათასობით დაინფიცირებული პაციენტები. მესმის, რომ ყველა ძალიან გაღიზიანებულები ვართ და რთულია, რომ გვიჭირს დღესდღეობით გადაადგილება, მაგრამ ყოველივე ეს ღონისძიება არის სწორედ ის ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენ გვაძლევს საშუალებას იმ სოციალური დისტანცირების უმკაცრესი ზომების დაცვის, რის შედეგადაც დღესდღეობით არ გვყავს 2000 და 5000 პაციენტი, არამედ გვყავს მხოლოდ 305 პაციენტი სტაციონარში“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

Тбилиси
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати