USD 2.7236
EUR 3.0431
RUB 2.9300
Тбилиси
ჯანდაცვის მინისტრი - ეპიდსიტუაციის ყველაზე ცუდი სცენარით მიმდინარეობა გვაქვს
дата:  320

დღესდღეობით ეპიდსიტუაციის ყველაზე ცუდი სცენარით მიმდინარეობა გვაქვს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მინისტრმა გუშინ გამოცხადებულ ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ყველა მათგანი არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა ხშირად ადამიანების ქცევის სამართავად მხოლოდ ფინანსური ჯარიმები ეფექტური არ არის.

„ჩვენ მოდელირებები გავაკეთეთ წინა პერიოდში და დღესდღეობით ეპიდსიტუაციის ყველაზე ცუდი სცენარით მიმდინარეობა გვაქვს. ძალიან მინდა, რომ ეს ასე არ გაგრძელდეს და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვმართოთ ინფექცია. არ დავმალავ და ვიტყვი, რომ დაწყებული პირველი ტალღიდან ჩვენ ყოველთვის გვქონდა კამათი იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი ტიპის რეგულაცია არის უფრო ეფექტური, უფრო საჭირო, ან უფრო გონივრული და დროული. ვიტყვი შემდეგს, რომ ნებისმიერი რეგულაცია დღეს არის მნიშვნელოვანი, თუმცა რეგულაციების დაწესების მიღმა ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს ჩემთვის როგორც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლისთვის და არამხოლოდ მინისტრისთვის, მნიშვნელოვანია ამ რეგულაციების ხარისხობრივად აღსრულება, თუ ეს რეგულაციები ხარისხობრივად აღსრულდება, მაშინ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შევძლებთ გარკვეულწილად შევაკავოთ ინფექცია, ეს არ იქნება 80 და 90%-იანი ეფექტი, თუმცა ამას შეიძლება ქონდეს დაახლოებით, 20%-იანი ეფექტი და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ შევამციროთ ინფექციის გავრცელების სიჩქარე. გუშინ გამოცხადებული ყველა რეგულაცია არის მნიშვნელოვანი რომ აღსრულდეს იმ ზედმიწევნითი სიზუსტით, რომელიც დადგენილებაში იქნება გაწერილი. ჩემი დასავლური პრაქტიკიდან გამომდინარე, ხშირად ვაწყდები ხოლმე, თუ რა არის ეფექტური და რა არ არის და ძალიან ხშირ შემთხვევაში ადამიანების ქცევის სამართავად მხოლოდ ფინანსური ჯარიმები ეფექტური არ არის, სწორედ ამიტომ ხშირად ვიყენებ სიტყვებს „კეთილსინდისიერება“ და „კეთილგონიერება“, რომელიც არცერთ წიგნში წერია და არანაირი ფინანსური ჯარიმით მისი მოპოვება არ შეიძლება. კიდევ ერთხელ ძალიან ვთხოვ მოქალაქეებს, გაუფრთხილდნენ საკუთარ თავს და ოჯახის წევრების ჯანმრთელობას, ყველაფერი ეს კი აუცილებლად აისახება სახელმწიფოს იმ დადებით დინამიკაზე, რომელიც დღეს გვესაჭიროება“, - განაცხადა ტიკარაძემ.

область
გორში, 12 ჰექტარზე გაშენებული ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა
ქალაქ გორის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა
 
განახლებული პარკით უკვე სარგებლობენ ქალაქის მაცხოვრებლები და მისი სტუმრები
 
პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის - სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს ხდის პარკში დასვენებას და დროის გატარებას ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისა თუ მათი მშობლებისათვის
 
რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკში არსებულ ხელოვნურ ტბასა და 2 შადრევანს, შენობა-ნაგებობებს და საზოგადოებრივ საპირფარეშოებს; მოეწყო ახალი საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, სივრცეები ღია კაფეებისთვის, სკეიტპარკი, ფამფტრეკი და საბავშვო ატრაქციონები
 
„12 ჰექტარზე გაშენებული გორის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა. პარკმა მოგვცა ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეების მოწყობის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარკში შეიქმნა ინფრასტრუქტურა, რომელიც იმართება კერძო სექტორის ჩართულობით. განახლებული პარკით გორს უკვე აქვს დიდი და საინტერესო რეკრეაციული სივრცე, რაც მნიშნელოვანია ყველა ქალაქისთვის,”-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გორის ახლად რეაბილიტირებული ცენტრალური პარკის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პარკის გამწვანებისათვის, 46,793 კვმ ტერიტორიაზე დაირგო ბალახი, 237 ხე და 10,649 მცენარე, დამონტაჟდა საინჟინრო ქსელები კანალიზაციის, წყალმომარაგების და საირიგაციო ავტომატიზებული სისტემებისთვის. თანამედროვე პარკების ანალოგიურად, ტერიტორიაზე ცალკე მოეწყო ძაღლების სასეირნო სპეციალური სივრცე
 
გორის ცენტრალური პარკის განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისა და ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის
 
გორის პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში, 12.2 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.
 
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати