ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ჯერჯერობით უცნობია, კორონავირუსით გარდაცვალების 53 შემთხვევა ერთ დღეში რეკორდულია თუ შეიძლება გაუარესდეს.
"დღეს ისეთი შედეგები გვაქვს, როგორი სიკვდილიანობის მაჩვენებელიც 2 და 3 კვირის წინ გვქონდა. აქედან გამომდინარე, ეს არის მოსალოდნელი რიცხვი, რომელზეც ჯერ არ შეგვიძლია ვთქვათ, არის თუ არა რეკორდული, თუ შესაძლოა, რომ გაუარესდეს მომდევნო დღეებში". - თქვა ტიკარაძემ.
კორონავირუსით ბოლო 24 საათში 53 ადამიანი გარდაიცვალა. ეს ამ დრომდე ყველაზე მაღალი რიცხვია. COVID 19 საქართველოში სულ 2 055 ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.