ჯანდაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა. სარჯველაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.
მიხეილ სარჯველაძემ ამ პოსტზე ზურაბ აზარაშვილი შეცვალა.
მიხეილ სარჯველაძე (დ. 22 დეკემბერი, 1978, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი. 2013-2018 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ხოლო 2018-2020 წლებში — პირველი მოადგილე. 2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი.
დაიბადა 1978 წლის 22 დეკემბერს, თბილისში. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით. 1999-2003 წლებში იყო შპს „საადვოკატო ბიურო - კორძაძე და სვანიძე“ - ადვოკატი. 2003-2010 წლებში – კს „სვანიძე და პარტნიორები“ - ადვოკატი, პარტნიორი. 2010-2012 წლებში იყო სპს „საადვოკატო გაერთიანება - სარჯველაძე და მშვენიერაძე“-ის ადვოკატი, პარტნიორი. 2012-2013 წლებში იყო სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე. 2013-2018 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ხოლო 2018-2020 წლებში – საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე.
2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[2] 2020 წლის 11 დეკემბრიდან საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე.
ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.
როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.