USD 2.6181
EUR 3.0205
RUB 3.1583
თბილისი
ჯანდაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა
თარიღი:  1512

ჯანდაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა. სარჯველაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.

მიხეილ სარჯველაძემ ამ პოსტზე ზურაბ აზარაშვილი შეცვალა.

მიხეილ სარჯველაძე (დ. 22 დეკემბერი, 1978, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი. 2013-2018 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ხოლო 2018-2020 წლებში — პირველი მოადგილე. 2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი.

ბიოგრაფია

დაიბადა 1978 წლის 22 დეკემბერს, თბილისში. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით. 1999-2003 წლებში იყო შპს „საადვოკატო ბიურო - კორძაძე და სვანიძე“ - ადვოკატი. 2003-2010 წლებში – კს „სვანიძე და პარტნიორები“ - ადვოკატი, პარტნიორი. 2010-2012 წლებში იყო სპს „საადვოკატო გაერთიანება - სარჯველაძე და მშვენიერაძე“-ის ადვოკატი, პარტნიორი. 2012-2013 წლებში იყო სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე. 2013-2018 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ხოლო 2018-2020 წლებში – საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე.

2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[2] 2020 წლის 11 დეკემბრიდან საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის