USD 2.6788
EUR 2.8583
RUB 2.8498
თბილისი
ჯახი (II) - ზურაბ მაღრაძის საავტორო ბლოგი
თარიღი:  294
შარშან ნოემბერში დაგიწერეთ პოსტი სახელად - ჯახი. მას შემდეგ ერთი წელი გავიდა და ახლა განვავრცობ იმ “ჯახს”.
თქვენ იცით “3+3” ფორმატის შესახებ, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციის პორობებში დაიბადა. ეს არის რუსეთ-თურქეთ-ირანის და საქართველო-სომხეთ-აზერბაიჯანის გეოპოლიტიკური კონსტრუქცია.
იმასაც შეგახსნებთ, რომ თეთრ სახლში როგორც კი ლიბერალი პრეზიდენტი დაჯდა, ამის შემდეგ ვაშინგტონიდან თბილისში ძალიან დიდი შავი კაცი ჩამოვიდა და თბილისიდან ყველას გასაგონად განაცხადა - არანაირი “3+3” არ იქნებაო. შარშან იანვარში დაგიწერეთ ეგეც, რომ თეთრი სახლიდან აუცილებლად იქნებოდა აუდიენცია ამ საკითხზე და არათუ აუდიენცია, შარშანვე ოქტომბერში, ჩემი პოსტიდან 9 თვის თავზე, ჩამოვიდა აშშ-ს თავდაცვის მდივანი და თბილისადან ყველასთვის გასაგებად ჩაატარა ეს აუდიენციაც.
ახლა მთავარზე გადავიდეთ - ჯახზე. თქვენ რომ იცით “3+3”, სინამდვილეში ეს “3+3” არის ორი. დიახ ორი “3+3” ტრიალებს საქართველოს გარშემო.
ალბათ გაინტერესებთ, ეს მეორე რაღაა?! ჰოდა აგერ:
2010 წელს ლიბერალმა ობამამ გამოაცხადა მსოფლიოს მრავალპოლარული წესრიგის შესახებ. რასაც მოჰყვა შვედეთის პრემიერის, კარლ ბილდტის ინიციატივა სახელად “აღმოსავლეთ პარტნიორობა”.
აბა დავაკვირდეთ ახლა, რომელი ქვეყნები შევიდნენ ამ აღმოსავლეთ პარტნიორობაში?
ესენია - უკრაინა, ბელორუსია, მოლდოვა ერთ მხარეს, ხოლო მეორე მხარეს - საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი. ესეც თქვენი მეორე “3+3”.
ამ გეოპოლიტიკური ნაბიჯით ბარაკ ობამამ გააცოცხლა საუკუნის წინ, ინგლისის საიდუმლო საბჭოს წევრის, გეოპოლიტიკის ფუძემდებლის ჯონ მაკინდერის იდეა, რომელიც ამბობდა, რომ კონტინენტის ცენტრი არის კავკასია, ვინც ფლობს აღმოსავლეთ ევროპას, ის ფლობს კავკასიას და ვინც კავკასიას ფლობს, ის ფლობს მსოფლიოს.
და ვინ არიან აღმოსავლეთი ევროპა?
უკრაინა, ბელორუსი, მოლდოვა!
ვინ არის კავკასია?
საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი!
რა გამოვიდა?
გამოვიდა კარგად დავიწყებული ძველი და ახალი გეოპოლიტიკური არქიტექტურა. ესაა სწორედ ევროპა-აზიის ხიდი.
შარშან რომ დაგიწერეთ ჯახი, სწორედ ეს ორი “3+3” ფორმატი ეჯახებოდა ერთმანეთს. და სამწუხაროდ ომი გარდაუვალი აღმოჩნდა.
ერთი შენიშვნა, რომ ეს “3+3”, ანუ აღმოსავლეთ პარტნიორობა შეიქმნა 2011 წელს, კრემლის “3+3” კი - ცხრა წლის მერე. აბა რუსეთის შექმნილი ვინმეს რამე უნახავს? სხვისგან მოპარულის გარდა?
ახლა დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ პირველი “3+3”-ს უკვე მოგებული აქვს ეს ჯახი. და აი როგორ?!
ხომ არ დაგავიწყდათ, რომ 25 წლის წინ შეიქმნა სუამი? და რომელი ქვეყნები შევიდნენ აქ? ესენია:
(ს)აქართველო
(უ)კრაინა
(ა)ზერბაიჯანი
(მ)ოლდოვა
და იმასაც შეგახსენებთ, რომ სულ ახლახანს, 2,5 თვის წინ კი შეიქმნა სრულიად ახალი ფორმატი - სუამის თავისუფალი სავაჭრო ზონა.
იმედია მიმიხვდით.
არც ფაშინიანი ელაპარაკება ტყუილად თეირანს და მოსკოვს. ოღონდ თვითონ ჩადის იქ. დემოკრატი პელოსი კი პირიქით, აქეთ ჩადის ერევანში. ფაშინიანი ამ სიარულში დრო და ადრო თავის ერს ნათლად აჩვენებს და არწმუნებს, თუ საიდან ამოდის მზე სომხეთისა.
ასე რომ ჩვენ “3+3” გველოდება, ოღონდ ეს “3+3” ძალიან სხვანაირია.
ჰო, ბრიტანული ალიანსიც არ დაგავიწყდეთ. ეს არის ნატო ნატოში. ანუ ლონდონი-ვარშავა-კიევის ალიანსი, ლუბლინის სამკუთხედი ბალტიასთან, კვადრიგა თურქეთთან და ტრიო მოლდოვა-საქართველოსთან.
ალიანსის ასეთი წყობა ინგლისელ მაკინდერს ან ლიბერალ ობამას ხომ არ გახსენებთ? რავიცი აბა, ალიანსის არქიტექტურა ლონდონიდან იწყება და ბოლო გაჩერება კი…
თ ბ ი ლ ი ს ი ა !
სინამდვილეში უკრაინაში ორი “3+3” არიან დატაკებული. და გაითვალისწინეთ, რომ ბოლო ხუთი საუკუნის მანძილზე, ინგლისი რომელ ომშიც შევიდა, ყველგან გამარჯვებული გამოვიდა. აწი ვინც გინდა გაიმარჯოს ამერიკის აჩევნებში, დათმობა აღარ იქნება.
დაბოლოს, პირველი ჯახი რომ დაგიწერეთ შარშან, იქ ბოლოში ასეთი რამ მეწერა: ნურავის ნურაფრის ნუ შეეშინდება. ყველაფერი კარგად იქნება.
ჰადა ახლაც იგივეს გეუბნებით.
ერთი წლის შემდეგ კი, 2023 წლის ნოემბერში, თბილისში ევროკავშირის სატრანსპორტო ჯგუფი რომ ჩამოვა და საქართველოს ლოგისტიკურ რუკას გამართავს, დანარჩენს მერე გეტყვით.
სპორტი
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება. ეს გადაწყვეტილება დღეს ზაგრებში იქნა მიღებული მას შემდეგ, რაც მოცემულ ინიციატივას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაუჭირა მხარი.
ძიუდოში წლევანდელ ევროპის ჩემპიონატს კი ხორვატიის დედაქალაქმა უმასპინძლა. ძიუდოში საქართველოს ნაკრებმა კონტინენტის პირველობა რვა მედლით დაასრულა. ინდივიდუალურ ასპარეზობაში ქართველმა სპორტსმენებმა ორი ოქრო, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაოს მედალი მიიღეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს. ხოლო ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ჩემპიონატზე ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ვერცხლი ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა, ბრინჯაო კი ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
ევროპის ჩემპიონატს ზაგრებში საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ესწრებოდნენ. იოსებ ბაღათურიამ ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში გამარჯვებული ნაკრებების დაჯილდოების ცერემონიაშიც მიიღო მონაწილეობა.
ზაგრებში გამართულ კონტინენტის პირველობაზე ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების შესახებ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, მხარდაჭერით საქართველომ ევროპის ძიუდოს კავშირის შეთავაზება მიიღო 2026 წლის აპრილში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლოს.
ზაგრებში ევროპის ძიუდოს კავშირმა 2023 წლის საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად ტატო გრიგალაშვილი, წლის საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაც ძიუდოისტად შალვა გურეშიძე, წლის საუკეთესო გუნდად კი საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები დაასახელა.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.