USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Tbilisi
ჯაბა სამუშიამ თსუ-ს წარმატებული გუნდები და მათი გულშემატკივრები დააჯილდოვა
Date:  274

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურკაპელას, ფუტსალის, ფრენბურთის გუნდებსა და მათ გულშემატკივრებს თსუ რექტორმა ჯაბა სამუშიამ მადლობის სიგელები გადასცა, სტუდენტური კაპელას ხელმძღვანელი ლაშა მიროტაძე კი, უნივერსიტეტის მედლით დააჯილდოვა.

მიმდინარე წელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კულტურისა და სპორტის მიმართულებით განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა.

„ჩვენი სტუდენტები სამეცნიერო თუ სასწავლო პროცესების პარალელურად აქტიურად არიან ჩართულნი სპორტულ თუ შემოქმედებით ღონისძიებებში. ჩვენ შევაჯამეთ ის მნიშვნელოვანი წარმატებები, რომელიც 2023 წელს ჰქონდათ სპორტულ გუნდებს, ასევე დავაჯილდოვეთ უნივერსიტეტის სტუდენტური კაპელა პოლონეთში წარმატებული გამოსვლისთვის, მინდა მივულოცო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თითოეულ მის სტუდენტს ეს გამარჯვება“, - განაცხადა თსუ რექტორმა ჯაბა სამუშიამ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური კაპელა მე-19 საერთაშორისო საგუნდო ფესტივალის Mundus Cantat 2023 გამარჯვებული და გრან პრის (The Grand Prix) მფლობელი გახდა. რაც შეეხება სპორტის მიმართულებას, უნივერსიტეტის ფუტსალის გუნდი 2022-2023 წლების სეზონის ფუტსალის ლიგა 2-ის გამარჯვებული გახდა. სტუდენტური ფესტივალი 2023-ის ფრენბურთის ჩემპიონატში კი, გამარჯვება უნივერსიტეტის გოგონათა გუნდმა მოიპოვა და ოქროს მედლები გადაეცათ. უნივერსიტეტის ვაჟთა გუნდი ვერცხლის მედლების მფლობელი გახდა.

ღონისძიების დასასრულს უნივერსიტეტის სტუდენტურმა კაპელამ საგუნდო ფესტივალის Mundus Cantat 2023 საფინალო სიმღერა შეასრულა. დაჯილდოების ღონისძიებას უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაციის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

tbilisi
ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
ისნის რაიონის გამგეობამ ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში, კორპ. N1-ის მიმდებარედ, 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
სამუშაოების შედეგად, მოეწყო:
ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი სივრცეები 
ტერიტორიაზე განთავსდა საბაღე სკამები და ურნები
დამონტაჟდა ახალი განათების ქსელი და ლედ განათება
სკვერი გამწვანდა, დაირგო ხე-მცენარეები
 
პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 577 350 ლარით დაფინანსდა.
 
დასრულებული სამუშაოები ისნის რაიონის გამგებელმა დავით ხაბეიშვილმა პარლამენტის დელეგატ ნიკა ელისაშვილსა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way