USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
ჯაბა სამუშია ფინანსური დავალიანების მქონე სტუდენტებს შეხვდა
თარიღი:  373

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით, თსუ რექტორი ჯაბა სამუშია, თსუ საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელთან მაია ჩიღვინაძესთან და ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად ფინანსური დავალიანების მქონე სტუდენტებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.

უნივერსიტეტში მოქმედებს რეგულაცია, რომლის თანახმადაც დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტი ვალდებულია სწავლის საფასური დაფაროს ფინალურ გამოცდებამდე.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, არსებული სოციალური, მატერიალური თუ სხვა პირობების გათვალისწინებით სტუდენტები ვერ ახერხებენ სწავლის საფასურის დაფარვას გამოცდებამდე დარჩენილ ვადებში, შესაბამისად ეზღუდებათ ფინალურ გამოცდებზე დაშვების უფლება.

სტუდენტების ინტერესების გათვალისწინებით რექტორმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მათ სწავლის საფასურის გადახდა გადაუვადდეთ დასკვნითი გამოცდების დასრულებამდე. ამისათვის სტუდენტები ფინალურ გამოცდაზე გასვლის წინ წერილობით დააფიქსირებენ ფინანსური დავალიანების გადავადებასთან დაკავშირებით განაცხადს. მითითებულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას არ განიხილოს სტუდენტისთვის კვალიფიკაციის მინიჭების საკითხი.

მსოფლიო
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის