USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Tbilisi
ჯაბა სამუშია - 15 მარტს შსს-ს ორმა ოფიცერმა თსუ-ს სტუდქალაქის ტერიტორიაზე გარკვეული აღწერა ჩაატარეს
Date:  689

სამომავლოდ აუცილებელია, აღნიშნული ღონისძიების ჩატარებისას შსს-ს და უნივერსიტეტს შორის კომუნიკაცია იყოს , - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ჯაბა სამუშიამ განაცხადა, რითაც ის 14-16 მარტს თსუ-ს სტუდქალაქის ბაგების საერთო საცხოვრებელში ვაკის რაიონის მართლწესრიგის ოფიცრების შესვლას გამოეხმაურა.

როგორც მან ,,მაისის სტუდენტური მოძრაობასთან” შეხვედრის შემდეგ განმარტა, ის გეგმავს განათლების მინისტრს, გიორგი ამილახვარს და შსს-ს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს შეხვდეს, რათა სამომავლოდ აღნიშნული პროცედურა დაიხვეწოს.

“თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არ არსებობს საკითხი, რის გარშემოც დიალოგი გაგვიჭირდება. ნებისმიერ საკითხზე მზად ვარ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შევხვდე. 15 მარტს შსს-ს ორმა ოფიცერმა, რომელთაც ოფიციალური მინდობილობა ჰქონდათ, გარკვეული აღწერა თსუ-ს სტუდქალაქის ტერიტორიაზე ჩაატარეს. ამ ტერიტორიაზე ორი შენობაა, სადაც ჩვენი სტუდენტები არიან განთავსებული, დანარჩენ შენობებში იძულებით გადაადგილებული პირები ცხოვრობენ. ამ ტერიტორიაზე აღნიშნული ღონისძიების ჩატარება მოხდა, ეს არის ჩვეულებრივი ღონისძიება, რომელსაც შსს ატარებს.

ვფიქრობ, რომ სამომავლოდ აუცილებელია, აღნიშნული ღონისძიების ჩატარებისას შსს და უნივერსიტეტს შორის კომუნიკაცია იყოს. როცა სტუდენტებს საქმე ეხება, უნივერსიტეტის შესაბამისი უწყების წარმომადგენლები მათ თან უნდა ახლდეთ. მთლიანობაში ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ თსუ-ს სტუდენტური საცხოვრისი მაქსიმალურად დაცული იყოს.

სტუდენტებთან შეხვედრის დროს გამოიკვეთა, რომ არანაირი ფორმით გადაცდენა ამ პროცედურისას არ მომხდარა. ჩვენ შევთანხმდით, რომ სამომავლოდ გარკვეული პროცედურის ნაწილი დაიხვეწება, რომ ეს ყველაფერი მომავალში გარკვეული ჩარჩოებით მოხდეს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქმის კურსში განათლების და მეცნიერების მინისტრს ჩავაყენებ, რომელიც საუნივერსიტეტო ცხოვრების კარგი მცოდნეა. ასევე, ჩვენი სურვილია, რომ შევხდეთ შსს-ს მინისტრს, რომ სამომავლოდ პროცედურა დაიხვეწოს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს პროცედურა არის მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ ეს ობიექტები განსაკუთრებული დაცვის ქვეშ არის”, - განაცხადა სამუშიამ.

World
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way