USD 2.6932
EUR 3.1505
RUB 3.5713
Tbilisi
Wizz air საქართველოში ფრენების განახლებას გაზაფხულიდან ვარაუდობს
Date:  1562

“ვიზიარის” დირექტორი ჯოზეფ ვარადი ამბობს, რომ ავიაკომპანია ქართულ ბაზარზე ფრენებზე შეზღუდვების მოხსნისთანავე დაბრუნდება, რაც სავარაუდოდ კომპანიის გათვლით გაზაფხულზე, მარტსა და აპრილში უნდა მოხდეს.

რაც შეეხება ქუთაისში ავიაკომპანიის ბაზის ხელახლა გახსნის საკითხს, მისი თქმით, ავიამომისვლის აღდგენიდან გარკვეულ პერიოდში, ბაზასაც აღადგენენ.

“საქართველოდან არ გავსულვართ ჩვენი ნებით ან სურვილით. ავიაკომპანიამ ბაზარი ლოქდაუნისა და იმ შეზღუდვების გამო დატოვა, რომელიც არა მარტო საქართველოს მთავრობამ შემოიღო, არამედ სხვა მთავრობებმაც. ყოველივე ამან გამოიწვია საქართველოს როგორც სასურველი ბაზრის ჩაკეტვა ავიაკომპანიებისთვის და ამის გამოძახილი იყო ჩვენი გადაწყვეტილებაც. ხაზი მინდა გავუსვა იმ გარემოებას, რომ ვრჩებით საქართველოს ერთგულნი და დავბრუნდებით მაშინვე როგორც ბაზარი გაიხსნება და ვიმედოვნებ რომ ეს მომავალი წლის მარტი-აპრილში მოხდება. ცხადია ჩვენ დავაკვირდებით როგორ განვითარდება პანდემიასთან დაკავშირებული მოვლენები და როგორი მდგომარეობა იქნება სხვადასხვა ქვეყნებში, როგორც ეკონომიკური ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით. როგორც კი ბაზარი გაიხსნება გონივრულობის ფარგლებში “ვიზიარი” დაბრუნდება და ქუთაისის აეროპორტში ბაზა გაიხსნება,”-ამბობს ავიაკომპანიის დირექტორი BMG-თან საუბრისას.

14 დეკემბერს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ მთავრობა საერთაშორისო ფრენებზე ყველა შეზღუდვის მოხსნას თებერვლიდან გეგმავს.

World
თურქეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც 15 წლამდე მოზარდებს სოციალურ ქსელებზე წვდომას უკრძალავს

თურქეთის პარლამენტმა ბოლო მოსმენით მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც 15 წელს მიუღწეველ მოზარდებს სოციალურ ქსელებსა და ონლაინ პლატფორმებზე რეგისტრაცია აეკრძალებათ. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

როგორც სააგენტო იუწყება, კანონი მიიღეს მას შემდეგ, რაც ერთი კვირის წინ 14 წლის მოზარდმა თურქეთის ქალაქ კაჰრამანმარაშის სკოლაში ცეცხლის გახსნა და ცხრა მოსწავლე და ერთი მასწავლებელი მოკლა.

ახალი კანონი სოციალურ ქსელებს დაავალდებულებს ასაკის შემოწმების სისტემა დანერგონ და მშობლის კონტროლი დააწესონ, აგრეთვე ოპერატიული რეაგირება მოახდინონ იმ კონტენტზე, რომელიც სახიფათოდ იქნება მიჩნეული.

სიახლე გულისხმობს იმას, რომ ისეთმა პლატფორმებმა, როგორებიცაა YouTube, TikTok, Facebook, Instagram და ა.შ., 15 წლამდე მოზარდებს რეგისტრაცია აუკრძალონ და შექმნან მშობლის კონტროლი.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way