USD 2.6239
EUR 3.0219
RUB 3.2557
თბილისი
იზა ომაძე, ნიკო კვარაცხელიას დედა - მკვლელობის საქმის გამოძიებას „კონკრეტულად ვიღაც ბლოკავს“
თარიღი:  982

თუკი რამ ვიცოდი, ყველაფერი დეტალურად მოგახსენეთ, თქვენ რაც და ვინც „ჩამიდეთ“ საქმის მასალებში იმ კითხვებს მაინც გაეცით პასუხი, ბატონო ირაკლი, - ასე მიმართავს ქართული სოციალური ქსელის feedc-ის დამფუძნებლის, მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე საქართველოს გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს.

იზა ომაძე ფიქრობს, რომ მისი შვილის მკვლელობის საქმის გამოძიებას „კონკრეტულად ვიღაც ბლოკავს“.

"მთელი ემოციით სულმოუთქმელად მგონი არავის უსმენია თქვენთვის საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgiaვფიქრობდი ახლა მაინც ორ სიტყვას იტყოდით ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე, თაროზე შემოდებულ რვა ტომზე ,მაგრამ ისევ ამაოდ, ვის ვერ ეწინააღმდეგებით , ვინ ბლოკავს ნიკო კვარაცხელიას საქმის გამოძიებას, რატომ აჩენთ კითხვებს, მე დედამ -იზა ომაძემ

თუკი რამ ვიცოდი ყველაფერი დეტალურად მოგახსენეთ, თქვენ რაც და ვინც ჩამიდეთ საქმის მასალებში იმ კითხვებს მაინც გაეცით პასუხი , ბატონო ირაკლი!!!
მე მეტი არაფერი ვიცი და რაც თქვენ იცით რატომ არ გინდათ ღიად განაცხადოთ, არ ჩაიფარცხება ნიკოს საქმე არა!!!
რატომ სარგებლობთ იმით, რომ რაც ჩემს შვილს არ მოეწონებოდა იმ მეთოდებით ვერ ვიბრძვი, უფალი კი ვიცი რომ ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს, მაგრამ ჩემს უფალს ჩემთვის არ უსწავლებია ბოროტებაზე თვალის დახუჭვა, თქვენს მიერ ნიკო კვარაცხელიას საქმის არ გამოძიება მაფიქრებინებს რომ კონკრეტულად ვიღაც ბლოკავს ამ საქმეს და ვინ არის უზენაესი ნეტავ ????
მკვლელი კავილაძის და ჭელიძის ჩვენება არსებობს და გადამალული გაქვთ რის ფასად???
P.S. მეგობრებო ნიკოს სურათს ჩემს გვერდზე ყოველთვის ვაზიარებ, განსაკუთრებით ბოლოდროინდელ სურათებს, ეს ვიდეო რგოლი განსაკუთრებით მიყვარს, იმიტომ რომ ნამდვილი და გულუბრყვილოა ჩემი ბიჭი ამ კადრზე, როცა ამ ცხენზე ამხედრებულ ნიკოს ვუყურებ მახსენდება კონსტანტინე გამსახურდიას “დარდიმანდი” რომელიც მიჰქროდა მთელი სისწრაფით რადგან იცოდა რომ დღეს თუ ხვალ აუცილებლად დამარცხდებოდა და მისი როლი მანქანებით სავსე ქალაქში სულ უფრო გაუფასურდებოდა. ამ ცხენს ნამდვილად არ ვიცი რა ქვია, ის კი ვიცი რომ ჩემმა ბიჭმაც თავის მისია კაცურად შეასრულა და გაქროლდა მარადისობისკენ , ჩვენ კი დაგვანახა არაკაცები რომ ჰყოლია ქვეყანას ( აბა ადამიანს, კაცს- მისი მკვლელობა როგორ უნდა მოსვლოდა თავში და მერე ამის დაგეგმვა ეწარმოებინა ლამის
მსოფლიო მასშტაბით ჩაეთრია ახალგაზრდები)!!!
ნიკოს ცხენი კი როგორც ერთმა ახლობელმა მშობლიური სოფლიდან აღნიშნა, აუცილებლად გაქროლდება თანატოლებისთვის, სწორი ღირებულებებით სწორი მიმართულებისკენ

ფრთხილადო გვეუბნებიან ახლობლები!!!!

რაღასთვის ფრთხილად, მე უკვე სიკვდილს ვიცნობ ის გაცილებით კარგი ვინმეა, მან ჩემი შვილი ჩაიხუტა"

იზა ომაძე

 
მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის