USD 2.6415
EUR 3.0237
RUB 3.4214
Тбилиси
იყვნენ კი რომანოვები "რომანოვები"?
 4922
ოფიციალურად საყოველთაოდ ცნობილია რომ, რომ რუსეთს 300 წლის განმავლობაში რომანოვების დინასტია მართავდა. დღეს განვიხილოთ თუ რამდენად არის ეს ისტორიული რეალობა? რუსეთში რომანოვების დინასტიის მმართველობა დაიწყო 1613 წელს, რუსეთის სახელმწიფოსთვის უმძიმეს პერიოდში როცა მას გაქრობა ემუქრებოდა. მას ერთდროულად უტევდნენ პოლონეთი, შვედეთი, ყირიმელი თათრები, ქვეყნის შიგნითაც სრული ანარქია და ქაოსი სუფევდა. მაშინ ეს სუფთა რუსული გვარი იყო. სწორედ ამიტომ აირჩიეს მისი წარმომადგენელი ბოიართა კრებაზე. პირველი რომანოვებზე ყველა თანხმდება რომ ეს უაღრესად პატრიოტი, კეთილშობილი და ღირსეული ხალხი იყო, რომლებიც ხშირად საკუთარი ხელით არიგებდნენ მოწყალებას და ეხმარებოდნენ გაჭირვებულ ხალხს, მიქაელ პირველი და ალექსეი პირველი. მათ შეძლეს მომაკვდარი რუსული სახელმწიფოს გადარჩენა და ძლევამოსილ ქვეყნად ქცევა 1613-1672 წლების პერიოდში.
მას შემდეგ ბევრი ცუდი თვისება შეიაპარა მათ საგვარეულოში, მაგ პეტრე პირველმა წამებით მოკლა თავისი შვილი ალექსეი, ძალით აღკვეცა მონაზვნად თავისი პირველი ცოლი. როგორც თანამედროვეები აღნიშნავდნენ უსათნოესი და უკეთილშობილესი ქალი ევგენია ლოპუხინა და ცოლად მოიყვანა კურტიზანკა, პირდაპირ ვთქვათ ბოზი ტავერნიდან, კატერინა სკავრონსკაია რომელმაც რუსეთის სამეფო კარი საშინელი ღვარძლით და იტრიგებით აავსო. ამ კატერინასგან შეეძინა პეტრეს ქალიშვილი ელიზავეტა რომელიც იყო უკანასკნელი ნამდვილი რომანოვი რუსეთის ტახტზე 1741-1761 წლებში, რომელსაც მემკვიდრე არ დარჩენია.
ელიზავეტას გარდაცვალების შემდეგ რუსეთის ტახტზე ავიდა პეტრე III, ელიზავეტას დისწული, პეტრე I დიდის ასულის ანას და ჰოლშტაინის ჰერცოგის კარლ ფრიდრიხ ფონ ჰოლშტაინ-გოტტოროპის ვაჟი. პეტრე III-ის ნათლობის სახელი იყო თორემ მისი ნამდვილი სახელი და გვარი შემდეგი იყო. - კარლ პეტერ ულრიხ ფონ შლეზვიგ-ჰოლშტაინ-გოტტოროპი. სახელი "პეტრე" მიიღო როდესაც ლუთერანობიდან მართლმადიდობლაზე გადავიდა.
მას შემდეგ რაც დეიდის - რუსეთის იმპერატრიცა ელიზავეტას მიერ 1742 წელს მოწვეული იქნა როგორც ტახტის მემკვიდრე. 1762 წელს ტახტი პეტრე III დაიკავა, მაგრამ მისი მმართველობა დიდხანს არ გაგრძელებულა, ნახევარი წლის შემდეგ იგი ტახტიდან ჩამოგდებული და მოკლული იქნა გვარდიის ოფიცერთა შეთქმულების მიერ, რომელსაც მისი მეუღლე ეკატერინა მეთაურობდა. იმპერატორის ტახტი დაიკავა ეკატერინე მეორემ. მაგრამ ესეც ნათლობის სახელი იყო. თორემ ეკატერინა თხემით ტერფამდე გერმანელი იყო. მისი ნამდვილი სახელი და გვარი შემდეგნაირად გამოიყურებოდა - სოფია ფრედერიკა ავგუსტა ფონ ანჰალტ-ცერბსტ-დორნბურგი.
იმპერატრიცა ეკატერინას პეტრე III-გან დარჩა ვაჟი პავლე, მომავალი იმპერატორი პავლე I, დედითაც და მამითაც გერმანელი, რომელიც რომანოვებს მხოლოდ ბებიის ხაზით ენათესავებოდა. იცოდა რა, რომ დედამისს მამამისის დაღუპვაში ერია ხელი, პავლეს ეკატერინასთან მის სიკვდილამდე ცუდი ურთიერთობა ჰქონდა. თავის მხვრივ ეკატერინესაც არ უყვარდა პავლე, რომელიც მის საძულველ მამას აგონებდა. ამიტომ ტახტზე თავისი შვილიშვილის ალექსანდრეს აყვანას გეგმავდა და არა მამამისის. მაგრამ ეკატერინა II-ის სიკვდილის შემდეგ, 1796 წელს, რუსეთის ტახტი მაინც პავლემ დაიკავა, დედითაც და მამითაც გერმანელმა პრინცმა.
ამ დროიდან მოყოლებული, 1917 წლამდე, სანამდე რუსეთში მეფის ტახტი დაემხობოდა, ყველა ევროპულ ცნობარში, რომელიც ევროპის მმართველ საგვარეულოებს ეძღვნებოდა, რუსეთის იმპერიის მმართველი დინასტია მოხსენიებულია როგორც ჰოლშტაინ-გოტტოროპ-რომანოვები. სხვათა შორის ეს გარემოება რუსეთის საიმპერატორო კარზე მუდამ აღიზიანებდათ, მაგრამ ვერაფერს უხერხებდნენ იმ ფაქტს, რადგან ფაქტები ყოველთვის ჯიუტი რამაა. ფაქტი და რეალობა კი ის იყო რომ 1762 წლიდან მოყოლებული რუსეთის ტახტზე ისხდნენ გერმანელები, ჰოლშტაინ-გოტოროპების საგვარეულოდან, რომლებსაც ცოლებადაც კი მხოლოდ გერმანელი პრინცესები მოჰყავდათ და რომანოვებთან მხოლოდ ნათესაური კავშირი აკავშირებდათ. ასე რომ მართალია ეკატერინემ პავლეფ რომანოვების გვარის გამგრძელებლად გამოაცხადა, მაგრამ რეალურად რუსეთის იმპერიას სამეფო ხელისუფლების არსებობს ბოლო 150 წელიწადი გერმანული დინასტია მმართავდა!
P.S ფოტოზე ასახულია. კარლ პეტერ ულრიხ ფონ შლეზვიგ-ჰოლშტაინ-გოტტოროპი- იგივე პეტრე III რუსეთის თვითმპყრობელი იმპერატორი!
общество
საბაჟო გამშვებ პუნქტ „წითელი ხიდის“ ცვლის უფროსი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასა და შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტ „წითელი ხიდის“ ცვლის უფროსი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბრალდებული მოქალაქეს სავალდებულო დეკლარირების გარეშე 200 000 აშშ დოლარის შემოტანაში ხელის შეწყობას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც 8 ათასი აშშ დოლარი მოითხოვა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მოქალაქეს დაჰპირდა, რომ ხელს შეუწყობდა სავალდებულო დეკლარირების გარეშე 200 000 აშშ დოლარის შემოტანაში. აღნიშნული მფარველობის სანაცვლოდ, საჯარო მოხელემ ქრთამის სახით, ყოველ ერთეულ შემთხვევაში, 8 000 აშშ დოლარის გადახდა მოითხოვა.

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბრალდებული წინასწარ მოთხოვნილი თანხის ნაწილის - 4 000 აშშ დოლარის აღებისთანავე დააკავეს.

სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ამსახველი აუდიო და ვიდეო მტკიცებულებები.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-იდან 11 წლამდე ვადით.

მოუწოდებს საჯარო მოხელეებსა და მათთან დანაშაულებრივ გარიგებაში შესვლის სურვილის მქონე პირებს, თავი შეიკავონ მსგავსი უკანონო ქმედებებისგან, ვინაიდან სამართალდამცავი უწყებების რეაგირება ნებისმიერ მსგავს ფაქტზე იქნება მყისიერი და კანონის შესაბამისად მკაცრი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 


более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати