USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Тбилиси
იყო თუ არა ტრამპის და პუტინის პრესკონფერენცია იყო სრული კატასტროფა?
дата:  935
ტრამპის და პუტინის პრესკონფერენცია იყო სრული კატასტროფა.
შეხვედრა შეხვედრისთვის, რეალური, ხელშესახები შედეგების გარეშე, უბრალოდ წყალი და მეტი არაფერი.
თუმცა, ხელშესახები შედეგის არქონაც შედეგია - პუტინმა დრო მოიგო მეტი უკრაინელი ბავშვის დასახოცად.
ტრამპმა პირველი სიტყვის წარმოთქმის უფლება მისცა პუტინს, რასაც სხვა ლიდერებთან არ აკეთებს. პროტოკოლიდან მნიშვნელოვანი გადახვევაა და ყურადღებამისაქცევი.
პუტინმა 5 წუთი ისაუბრა ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებზე, ალასკაში არსებულ რუსულ მემკვიდრეობაზე.
პუტინი ამასაც არ დასჯერდა, კიდევ ერთხელ დასცინა ტრამპს და განაცხადა, რომ "კონფლიქტი არ დაიწყებოდა, 2022 წელს ტრამპი პრეზიდენტი რომ ყოფილიყო".
უკრაინის საკითხს პუტინი თითქმის არ შეხებია.
ერთადერთი რაც მან ამ საკითხზე თქვა ისაა, რომ "უკრაინა და რუსეთი მოძმე ერია, რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჩანდეს ამ სიტუაციაში" (რუსული ტყუილი), რომ მთავარია "უკრაინის კონფლიქტის სათავეები გადაიჭრას" (ომის ერთადერთი სათავეა ის, რომ ის უბრალოდ ვერ ეგუება უკრაინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობას) და ცალყბად თქვა, რომ უკრაინის უსაფრთხოების ინტერესებიც უნდა იყოს დაცული (მისთვის უკრაინის უსაფრთხოების ინტერესია უკრაინის სრული დემილიტარიზაცია და რეალური უსაფრთხოების სტანდარტების უგულვებელყოფა).
ტრამპის სიტყვა გაცილებით მოკლე იყო. ამასაც მივაქციოთ ყურადღება.
ტრამპმა თქვა, რომ ესმის, რომ რუსეთს უსაფრთხოების საკუთარი ინტერესები აქვს (აქედან ერთი ნაბიჯია ამ ინტერესებისა და ექსკლუზიური ინტერესების ზონის აღიარებამდე).
ტრამპმა ისიც თქვა, რომ შეხვედრის პროდუქტიულობის მიუხედავად, მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმება არ მომხდარა, რომ დაურეკავს ნატოს და პრეზიდენტ ზელენსკის (ეს პრესკონფერენციის ალბათ ერთადერთი დადებითი მომენტია - აჩვენებს, რომ ტრამპი უნილატერალურად ვერ მოქმედებს და უწევს გაითვალისწინოს უკრაინელთა და ევროპელ მოკავშირეთა ინტერესი).
აქვე 3 მნიშვნელოვანი დეტალი - 1. პრესკონფერენციის შემდეგ ჟურნალისტების კითხვები არ ყოფილა. ეს ნიშნავს იმას, რომ მხარეებმა ხელშესახებზე ვერაფერზე მოილაპარაკეს; 2. პრესკონფერენცია დასრულდა პუტინის მიერ ტრამპის მოსკოვში მიწვევით, რაც რუსეთის პრეზიდენტის მხრიდან დაცინვის კიდევ ერთი მცდელობა იყო; 3. ტრამპი ძალიან დაღლილი და არცთუ მთლად საამაყოდ მომზადებული ჩანდა, პუტინი კი როგორც ყოველთვის, აუღელვებელი და ტრამპზე გაცილებით უკეთ მომზადებული იყო.
Long story short - არანაირი შეთანხმება უკრაინის გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფაზე არ ყოფილა. არც ტერიტორიების გაცვლაზე ყოფილა შეთანხმება. მოკლედ, ტრამპმა "მშვიდობისმყოფლის" მანტიის მორგება სცადა, პუტინმა კი კარგად გამოიყენა ტრამპთან პოზიორობა და კიდევ უფრო გააჭიანურა კონფლიქტის გადაწყვეტა.
შეხვედრის ძირითადი შედეგები:
- საერთაშორისო კრიმინალმა პუტინმა გაარღვია დიპლომატიური იზოლაცია;
- პუტინმა მოიგო ძალიან მნიშვნელოვანი დრო, რომლის მაქსიმალურად გამოყენებას და დონეცკის რაც შეიძლება მეტი ტერიტორიის აღებას შეეცდება.
შეხვედრის გამარჯვებული - პუტინი;
შეხვედრის დამარცხებული - ტრამპი;
უკრაინისა და ევროპისთვის სტატუს-კვო არ შეცვლილა (ყოველ შემთხვევაში სტატუს-კვოს ცვლილება ქმედებებში არ გამოხატულა).
мир
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати