USD 2.6527
EUR 3.0408
RUB 3.6199
Тбилиси
იყალთოს საეკლესიო არქიტექტურული კომპლექსის ფერისცვალების გუმბათოვანი ეკლესიისა და აკადემიის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
дата:  291
კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე იყალთოს საეკლესიო არქიტექტურული კომპლექსის ფერისცვალების გუმბათოვანი ეკლესიისა და აკადემიის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს.
ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ფერისცვალების ეკლესიის ტაძრის კალთებზე სპილენძის გადახურვისა და სარტყლის მოწყობა; ტაძრის ინტერიერში გვიანდელი შელესილობისა და შეღებილი ნაწილების მოხსნა; ბზარების დაკერვა, დაჩანგვლა და ინექცირება.
ჩატარდა საძირკვლის გაძლიერების სამუშაოები; გუმბათზე მოეწყო სპილენძის გადახურვა და სარტყელი.
აკადემიის შენობის რეაბილიტაციის ფარგლებში, მოიხსნა მცენარეული საფარი; გადაეწყო გალავნის კედელი და მოიხსნა მორყეული ქვები. მიმდინარეობს გალავნის მიმდებარედ მიწის მოჭრა და საძირკვლის გაძლიერების სამუშაოები.
"მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ჩართულია რეაბილიტაციის პროცესში. ხელისუფლება და ჩვენი ეკლესია ერთად ვმუშაობთ იმისათვის, რომ კულტურული მემკვიდრეობის ეს უდიდესი ძეგლი გადავარჩინოთ. მზად ვართ, რომ მას არასდროს მოვაკლოთ ყურადღება", - განაცხადა თინათინ რუხაძემ.
მინისტრთან ერთად, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს: აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა (მახარაძე), თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ გიგა მამუკელაშვილმა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა თეა ონიანმა.
общество
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати