USD 2.7438
EUR 3.1924
RUB 3.4831
თბილისი
ივნისში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი რუსეთიდან შემოვიდა - 48.84 მილიონი აშშ დოლარი
თარიღი:  390

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2024 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 281.1 მლნ აშშ დოლარი (794.3 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 20.9%-ით ნაკლებია 2023 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

შემოსული გზავნილების 17.38% რუსეთის ფედერაციაზე მოდის - 48.84 მილიონი დოლარი, რაც 62.3%-ით ნაკლებია 2023 წლის ივნისთან შედარებით. მეორე ადგილზეა ამერიკის შეერთებული შტატები  (16.99%), საიდანაც  გასულ თვეში 47.75 მილიონი დოლარი გადმოირიცხა - ეს წინა წელთან შედარებით 22.25%-იანი მატებაა. მესამე ადგილზეა იტალია (16.28%) 45.77 მილიონი აშშ დოლარით.

ქვეყნები, საიდანაც გასულ თვეს საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა: 

  1. რუსეთის ფედერაცია - $48.84 მლნ;
  2. აშშ - $47.75 მლნ;
  3. იტალია - $45.77 მლნ;
  4. გერმანია - $22.44 მლნ;
  5. საბერძნეთი - $21.83 მლნ;
  6. ისრაელი - $19.51 მლნ;
  7. ყაზახეთი - $10.77 მლნ;
  8. თურქეთი - $8.12 მლნ;
  9. ესპანეთი - $5.99 მლნ;
  10. ირლანდია - $5.45 მლნ;
  11. ყირგიზეთი - $5.12 მლნ;
  12. საფრანგეთი - $5.02 მლნ;
  13. გაერთიანებული სამეფო - $3.97 მლნ;
  14. აზერბაიჯანი - $3.19 მლნ;
  15. პოლონეთი - $2.85 მლნ;

მსოფლიო ბანკის [WB] ინფორმაციით, საქართველო ფულად გზავნილებზე დამოკიდებული ქვეყნების რეიტინგში 21-ე ადგილზეა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი უცხოეთში დასაქმებული ქართველების მიერ გამოგზავნილ თანხებზეა დამოკიდებული. 

სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ქვეყნის ეკონომიკის ფულად გზავნილებზე დამოკიდებულების მაჩვენებელი ყველაზე მაღალი შედარებით დაბალშემოსავლიან ქვეყნებშია. 

მსოფლიო ბანკის რეიტინგში პირველ ადგილს ტონგა იკავებს, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 37.2% ფულად გზავნილებზე მოდის; 35.3%-ით მეორე ადგილზე სომალია; საერთაშორისო რეიტინგში მესამე ადგილს კი ყირგიზეთი იკავებს, მისი ეკონომიკის 31.3% ფულად გზავნილებზეა დამოკიდებული. 

აღსანიშნავია, რომ განვითარებულ ქვეყნებში ფულად გზავნილებზე დამოკიდებულების მაჩვენებელი 1%-ზე ნაკლებია, რაც იმაზე მიუთითებს, ქვეყნის ეკონომიკის მხოლოდ უმცირესი ნაწილი ივსება უცხოეთში დასაქმებული მოქალაქეების მიერ გამოგზავნილი ფულადი სახსრები.

თბილისი
ვაკის გამგეობა - უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს
უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. გამგეობის წარმომადგენლები, საქალაქო სამსახურებთან და კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად, მონიტორინგსა და ადგილზე შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ.
 
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს შიდა ქუჩების თოვლისგან დასუფთავება, საერთო ჯამში, რეაგირება განხორციელდა რამდენიმე ათეულ ქუჩაზე, სადაც მოსახლეობის გადაადგილება განსაკუთრებით პრობლემური იყო.
 
ამ დროისთვის, 50-მდე ქუჩაზე გზა გასუფთავებულია, ხოლო 20-ზე მეტ მისამართზე სამუშაოები დაგეგმილია
.
ასევე, აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებული, საფრთხის შემცველი ხეების სხვლა, დამუშავება და გატანა. მერიის ცხელი ხაზის და საგანგებო სამსახურის, 112-ის საშულებით, დაახლოებით, 200-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა.
 
მოსახლეობას შევახსენებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე, ნომერზე 032 2 72 22 22.
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის