USD 2.6883
EUR 3.1684
RUB 3.5974
თბილისი
ივნისი შინაური კომპანიონი ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის თვეა - პროცედურის ჩატარების მისამართები
თარიღი:  825
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ შეთავაზებული კამპანიის ფარგლებში მეპატრონეებმა ვარკეთილში ხევის პარკში შინაური ცხოველების ჩიპირება-რეგისტრაცია მოახდინეს.
 კამპანიის ფარგლებში, პირველი იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის სერვისი მეპატრონეებმა ვაკის პარკში მიიღეს. ხოლო მომდევნო დღეებში, აღნიშნული პროცედურის ჩატარება ხელმისაწვდომი იქნება შემდეგ მისამართებზე:
 2 ივნისი, კვირა, 10:00-13:00 სთ. - ვაკის პარკი (ძაღლების გასასეირნებელ სივრცესთან)
9 ივნისი, კვირა, 10:00-13:00 სთ. - რიყის პარკი (ხიდზე ასასვლელთან)
11 ივნისი, სამშაბათი, 17:00-19:00 სთ. - დედაენის ბაღი (სკეიტ პარკის მიმდებარედ)
16 ივნისი, კვირა, 10:00-13:00 სთ. - ვეტერანთა კულტურისა და დასვენების ბაღი ( იგივე კიკვიძის პარკი, ძაღლების გასასეირნებელ სივრცესთან)
18 ივნისი, სამშაბათი, 17:00-19:00 სთ. - მზიურის პარკი (ძაღლების გასასეირნებელ სივრცესთან)
23 ივნისი, კვირა, 10:00-13:00 სთ. - დიღმის მასივი, ვლადიმირ მაიაკოვსკის პარკი (მაიაკოვსკის ძეგლის მიმდებარედ)
 25 ივნისი, სამშაბათი, 17:00-19:00 სთ. - გლდანის მე-6 მიკრორაიონი, მეშვიდე და მერვე კორპუსებს შორის არსებული პარკი (ძაღლების გასასეირნებელ სივრცესთან)
აღნიშნული მომსახურებით სარგელობისას მეპატრონე იხდის მხოლოდ ჩიპის თვითღირებულების საფასურს - 19 ლარს. (ნაღდი ანგარიშსწორებით) ხოლო, რეგისტრაცია უფასოა.
 შეგახსენებთ, რომ აუცილებელია რეგისტრაციისას თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
 გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ არარეგისტრირებული და არაიდენტიფიცირებული ცხოველის ყოლა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას!
 იმისათვის, რომ ცხოველის კანონიერ მეპატრონედ ითვლებოდეთ, უნდა დაარეგისტრიროთ ცხოველი. ასევე, სავალდებულოა, რომ შემდეგ ყოველწლიურად გაატაროთ საკონტროლო რეგისტრაცია.
 ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო რეგისტრირებული ცხოველებისა და მათი პატრონების შესახებ მონაცემებს ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღრიცხავს. რეგისტრირებული და იდენტიფიცირებული ძაღლის ან კატის პოვნის შემთხვევაში, სააგენტო მარტივად ადგენს პატრონის ვინაობას და უბრუნებს ცხოველს.
 ამდენად, ცხოველის რეგისტრაცია ზრდის თქვენი დაკარგული ოთხფეხა მეგობრის პოვნის შესაძლებლობას.
საზოგადოება
საპატრიარქომ აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მროველ-ურბნელი მიტროპოლიტ იობის განათლებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

საპატრიარქო განმარტავს, რომ 2026 წლის 23 აპრილს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) წერილობითი თხოვნით მიმართა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორს, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს, რათა მცხეთის სასულიერო სემინარიაში მიღებული განათლების შესაბამისად მისცემოდა დიპლომის ასლი.

საპატრიარქოს თანახმად, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში დაიწყო საქმის წარმოება, რაც ითვალისწინებდა, თავის მხრივ, მიტროპოლიტ იობის მიერ სწავლის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მოძიებას.

„თბილისის სასულიერო აკადემიამ და სემინარიამ საქართველოს საპატრიარქოს არქივში დაიწყო მასალის მოძიება. მოძიებულ მასალაზე დაყრდნობით, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის 2017 წლის 20 ოქტომბრის N134 ბრძანების საფუძველზე, მიმართა სასწავლებლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელ კომისიას შესაბამისი მტკიცებულებებით. აღნიშნული კომისიის სხდომა გაიმართა ამა წლის 5 მაისს, 13:00 საათზე.

კომისიამ მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა მას თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის