USD 2.6285
EUR 2.9931
RUB 3.3635
თბილისი
ივლისში თბილისში ყველაზე მეტი ბინა სამგორში გაიყიდა
თარიღი:  1009

Galt & taggart-ის ინფორმაციით, 2023 წლის ივლისში თბილისში 3 656 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 4.7%-ით, თვიურ ჭრილში კი 7.2%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

გაყიდვები გაიზარდა პირველად ბაზარზე, თუმცა შემცირდა მეორად ბაზარზე. საბოლოო ჯამში, ორგანიზაციის განცხადებით, მცირე კლების მიუხედავად, ბაზარზე მოთხოვნა ჯანსაღი რჩება. 

მიმდინარე წლის ივლისში გაყიდვები შემცირდა თბილისის ყველა ცენტრალურ უბანში (საბურთალო, ვაკე, მთაწმინდა), ხოლო გარეუბნებში სამგორში, დიდი დიღომსა და ნაძალადევში მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა.

რაც შეეხება ფასს, ივლისში ფასი პირველად ბაზარზე წინა თვესთან შედარებით 0.8%-ით გაიზარდა. ფასი ასევე გაიზარდა მეორადი ბაზრის ძველ ბინებზე 2.7%-ით წინა თვესთან შედარებით. საანგარიშო პერიოდში ჯამში 256.3 მლნ დოლარის ღირებულების ბინა გაიყიდა. ეს წლიურად 14.5%-იანი ზრდაა და Galt & taggart-ის განცხადებით, ძირითადად წინა წელთან შედარებით გაზრდილი ღირებულებითაა განპირობებული.

კვლევიდან ირკვევა, რომ 2023 წლის ივლისში ყველაზე მეტი ბინა 51 - 80 კვ.მ სეგმენტში გაიყიდა. მთლიანი გაიდვების თითქმის ნახევარი სწორედ ამ ფართობის ბინებზე მოდის. 32%-ით კი მეორე ადგილზეა 26 - 50 კვ.მ. ფართობის ბინები.

საანგარიშო პერიოდში [2023 წლის ივლისი] ყველაზე მეტი 637 ბინა სამგორში გაიყიდა; მეორე ადგილზეა საბურთალო 590 გაყიდული საცხოვრებლით, მესამე ადგილზეა დიდი დიღომი 586 - ბინით, მეოთხე ადგიზეა გლდანი 417 გაყიდული ბინით, ხოლო მეხუთე ადგილს ნაძალადევი იკავებს 338 ბინით.

 
 
 
მსოფლიო
დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ირანში ხიდებსა და ელექტროსადგურებს გაანადგურებს, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში გემებს თავს დაესხმება

დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ირანში ხიდებსა და ელექტროსადგურებს გაანადგურებს, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში გემებს თავს დაესხმება.

„ამ მომენტიდან ყოველ ჯერზე, როდესაც ირანის ისლამური რესპუბლიკა რაკეტით, დრონით ან სხვა იარაღით ჰორმუზის სრუტეში გემს დაარტყამს, ამერიკის შეერთებული შტატები დაბომბავს და გაანადგურებს ერთ ხიდს ან ელექტროსადგურს“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

ტრამპის თქმით, აშშ ირანის დედაქალაქ თეირანში და მის სიახლოვეს მდებარე ხიდებსა და ელექტროსადგურებსაც დაარტყამს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის