USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Tbilisi
ივანიშვილის ადვოკატი - მტკვარი ჰესისა და ბიტკოინების საკითხთან დაკავშირებით, ამ ორ საქმეზე ჩვენ მივმართეთ პროკურატურას. ამჟამად სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულია ბიტკოინების ნაწილში
Date:  

„მტკვარი ჰესისა“ და ბიტკოინების საკითხთან დაკავშირებით, ამ ორ საქმეზე, ჩვენ მივმართეთ პროკურატურას. ამჟამად სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულია ბიტკოინების ნაწილში, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, თეიმურაზ წიქვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

იგი ადვოკატ მახარაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა 1,300 მლნ დოლარის საკუთარი ინვესტიცია განახორციელა.

„ჩვენ, როგორც დაზარალებული მხარე, კითხვებს ვსვამთ 5 მლნ აშშ დოლართან დაკავშირებით, რომელიც ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინვესტიციაა და ამ 5 მლნ აშშ დოლარით გამომუშავებულ ბიტკოინებთან დაკავშირებით. შესაძლოა, ბაჩიაშვილმა შეძლო მისი ხელფასის თუ პრემიების ხარჯზე ამ 1,300 მლნ დოლარის მობილიზება, რომელსაც იგი ასევე იღებდა ჩემი მარწმუნებლის სტრუქტურებში მუშაობის დროს. ამასთან დაკავშირებით ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს. რა თქმა უნდა, ღმერთმა შეარგოს“, - აღნიშნა ადვოკატმა.

წიქვაძის თქმით, მათ პროკურატურას „მტკვარი ჰესისა“ და ბიტკოინებთან დაკავშირებულ საქმეებზე მიმართეს, თუმცა „ამჟამად სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულია ბიტკოინების ნაწილში“.

„მტკვარი ჰესისა და ბიტკოინების საკითხთან დაკავშირებით, ამ ორ საქმეზე ჩვენ მივმართეთ პროკურატურას. ამჟამად სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულია ბიტკოინების ნაწილში. „მტკვარი ჰესის“ ნაწილი, ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, ჩემი აზრით, საკმაოდ რთული საკითხია. გამოსაკვლევია, რა თქმა უნდა, იკვეთება აქ პირდაპირ თანხების გაფლანგვისა და მითვისების ფაქტი, თუმცა, საკვლევად საგამოძიებო ორგანოსთვის საკმაოდ რთული საკითხია. ამ ეტაპზე მაგ ნაწილში ბრალი წარდგენილი არ არის, ანუ სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებული არ არის. შემიძლია დაგიდასტუროთ“, - დასძინა თეიმურაზ წიქვაძემ.

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაშია ბრალდებული. საქმეზე მას აღკვეთის ღონისძიების სახით 2 მილიონ 500 ათას ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

tbilisi
ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
ისნის რაიონის გამგეობამ ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში, კორპ. N1-ის მიმდებარედ, 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
სამუშაოების შედეგად, მოეწყო:
ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი სივრცეები 
ტერიტორიაზე განთავსდა საბაღე სკამები და ურნები
დამონტაჟდა ახალი განათების ქსელი და ლედ განათება
სკვერი გამწვანდა, დაირგო ხე-მცენარეები
 
პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 577 350 ლარით დაფინანსდა.
 
დასრულებული სამუშაოები ისნის რაიონის გამგებელმა დავით ხაბეიშვილმა პარლამენტის დელეგატ ნიკა ელისაშვილსა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way